x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ დღეში ჩვენი წონიდან გამომდინარე? ეს უნდა იცოდეთ!
ბუნებამ მოგვცა ელექსირი, რომელსაც შეუძლია შეუნარჩუნოს ჩვენს ორგანიზმს სილამაზე და ჯანმრთელობა და რაღა თქმა უნდა ეს არის წყალი, წყალს შეუძლია მთელი დღის მანძილზე დაგვმუხტოს ენერგიით, შეუნარჩუნოს კანს ფერი და დაეხმაროს ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების გამოდევნაშიც. მაშასადამე წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე 7 დღეს ძლივს გაძლებს. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს; 18 წლის ასაკისთვის ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე; ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.


image


ბოლო კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ ჭამამდე 2 ჭიქა წლის დალევა არამარტო გვეხმარება წელიწადში 2–3 კგ–ს დაკლებაში, არამედ ხელს უწყობს არსებული წონის შენარჩუნებას. მხოლოდ 2 ჭიქა წყალი და ის არამარტო აგარიდებთ "მაძღრობას", არამედ დააჩქარებს მეტაბოლიზმს.


გამომშრალი სხეული ხშირად არასწორ სიგნალს გვიგზავნის და გვიქმნის შიმშილის გრძნობას მაშინ, როდესაც უბრალოდ გვწყურია, ამიტომ ნუ შეჭამთ უმიზეზოდ, უბრალოდ ეცადეთ დღის მანძილზე სწორი რაოდენობით მიიღოთ წყალი.



როგორ გავარკვიოთ რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ?


ამაში დაგეხმარებათ თქვენი წონა, ამიტომ თავდაპირველად დააზუსტეთ სხეულის წონა, რომელსაც გაყოფთ 32–ზე. ვთქვათ (პირობითად) თქვენი წონაა 80 კგ, 80/32 = 2.5; მაშასადამე თქვენ უნდა სვათ 2.5 ლიტრი წყალი დღეში. გასათვალისწინებელია ასევე აქტიურობის დონე, რადგან ოფლიანობის დროს თქვენ კარგავთ სითხეს, რაც ითვალისწინებს, რომ მოცემულ 2, 5 ლიტრს უნდა დაუმატოთ 0, 5 მლ ყოველ 30 წუთში დაკარგულ ენერგიაზე.



გთავაზობთ მარტივ ცხრილს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი წონისთვის შესაბამისი ოდენობით წყლის დალევაში.


imageimage


იხილეთ აგრეთვე:


როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად

არ დალიოთ დღეში 8 ჭიქა წყალი, საშიშია!



0
2878
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0