x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მე მონა ვარ!

imageღამის რომელი საათია არ ვიცი, ახლახანს მოვრჩი მუშაობას. ვზივარ ფეშენებელური ბინის კომფორტულ სხვენში, საიდანაც წესით ულამაზესი ხედი იშლება... ზღვაზე მონარნარე გემს შერწყმული, ქალაქის ათასფერად მოციმციმე ნათურები. სიგარეტს მოვუკიდე... ვიღაცისთვის ეს რელაქსია ალბათ მეც უნდა ვტკბებოდე, მაგრამ მე მონა ვარ, საქართველოს მორიგი გაყიდული შვილი. ვზივარ უზარმაზარ სახლში, რომელიც ჩემი არ არის. გავყურებ ულამაზეს ხედს და სულ არ მელამაზება. აქ ცაც სხვანაირია, მე ჩემი საქართველოს ცა მიყვარს. მე ვარ მონა! მუსულმანურ ქვეყანაში ჩემს ქრისტეს დავეძებ, მაგრამ არსადაა. ჩვენი ქვეყნის ათასობით შვილია გადაკარგული სხვა და სხვა ქვეყანაში, რომ თავიანთი შვილები გამოკვებონ. ჩემსავით უსახლკარო მწირი მგზავრი ბევრია და იცით რას აკეთებენ ისინი ჩვენო ძვირფასო მთავრობავ? დილით მზის ამოსვლას ასწრებენ ადგომას, სხვის სახლებს უვლიან. დავაკონკრეტებ:- ტუალეტებს და ყველანაირ ჭუჭყს ხეხავენ. საკუთარი თავი ეზიზღებათ, ყელში მომდგარ ბურთს უკანვე ყლაპავენ, არც ცრემლებს აცდიან თვალების დატოვებას, ვის ედარდება შენი ცრემლები... მხოლოდ ღამით, როცა დაღლილობისგან აკანკალებულ სხეულს ლოგინამდე გაჭირვებით მიათრევ, დაკოჟრილი ხელებით საბანს გადაწევ, შეგიძლია იტირო მანამ სანამ არ ჩაგეძინება. ამ დროს კი თქვენი შვილები ჰარვარდში სწავლობენ, მოდის სიახლეებს იტაცებენ, ამზილაკობენ. თქვენ პარლამენტის სავარძლებში კომფორტულად ზიხართ და ნებიერად მიირთმევთ გაჭირვებული ხალხის სისხლს, არც ფეხების სავარძელზე შემოლაგება გეხამუშებათ. ალბათ დაიღალეთ... თქვენ რა იცით რა არის დაღლა! მე მიყვარს ჩემი საქართველო, ემიგრანტებს გულზე გვეწვის ჩვენი ქვეყანა. არც განათლებით და გარეგნობით ჩამოვუვარდები ჩემს "ფაშებს", მაგრამ ხვალ ახალი დღე გათენდება, ისევ მომაჩეჩებენ ნაგავს ხელში, რადგან მე თანამედროვე მონა ვარ თქვენგან გაყიდული საქართველოს შვილი.

0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:გრინჩი777
გრინჩი777
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0