x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
,,ღამის ალქაჯები"-მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ქალთა პოლკი
image

გერმანელები მათ “ღამის ალქაჯებს" ეძახდნენ. ერთადერთი საავიაციო ქალთა პოლკი.

პოლკის ფორმირება 1941წლის ოქტომბერში მოხდა. მის შექმნას გამოცდილი მფრინავი-შტურმანი მარია რასკოვა ხელმძღვანელობდა. პოლკის მეთაური ასევე გამოცდილი მფრინავი ევდოკია ბერშანსკაია გახლდათ.სწორედ მისი ხელმძღვანელობით იბრძოდა ქალთა პოლკი ომის დასრულებამდე.

“მერცხლებმა" ფრენა ნახევარ წელში ისწავლეს, დღეში 12სთ-იანი მეცადინეობებით.


საბრძოლო ნათლობა პოლკმა ნოვოროსიისკის მისადგომებთან, გერმანელთა ხაზის გარღვევისას მიიღო. ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისას 11 ქალი დაიღუპა.


სახელი “ღამის ალქაჯები" მათ გერმანელებმა შეარქვეს, რადგან ძირითადად ღამით დაფრინავდნენ.დაფრინავდნენ მსუბუქი ბიპლანებით, რომელსაც По‑2-საც ეძახდნენ. მიუხედავად მანევრული უპირატესობისა, ეს თვითმფრინავი სრულიად დაუცველი იყო ტყვიებისგან და პატარა ნაპერწკალზეც კი ცეცხლში ეხვეოდა.

იმისთვის, რომ ბორტზე რაც შეიძლება მეტი ბომბი დატეულიყო, ქალები უპარაშუტოდ დაფრინავდნენ, მათი ერთადერთი შეიარაღება კი პისტოლეტი იყო, რომელიც მოგვიანებით ტყვიამფრქვევმა ჩაანაცვლა, მაგრამ ვერაფერი იხსნიდა დაღუპვისგან თვითმფრინავს, თუ მას გერმანელები პროჟექტორის შუქში მოაქცევდნენ.

რადიოკავშირის და ჯავშნის არქონა, მცირე სიმძლავრის მატორი და 150-დან 200 კგ-მდე ბომბები-ასე დაფრინავდნენ “ალქაჯები." პოლკის მექანიკოსებიც ქალები იყვნენ, რომლებიც თვითმფრინავებს რამდენიმე სთ-ში არემონტებდნენ.


ზოგჯერ თვითმფრინავი ღამის განმავლობაში რამდენიმე ფრენას აკეთებდა.ჯამში დატვირთული ბომბების მასით კი მძლავრ ბომბდამშენებს უტოლდებოდნენ.

“ვარშავის აღების წინ, ღამით, 16 ფრენა შევასრულე"-იხსენებს ნადეჟდა ვასილევნა-“ზოგჯერ, ასეთი ფრენების შემდეგ, დილით, გვეგონა, რომ კაბინიდან გადმოსვლის ძალაც აღარ გვქონდა"

“სამიზნე თავად უნდა აღმოგვეჩინა, ამისთვის კი მაქსიმალურად დაბლა ვეშვებოდით. მატორის ხმის გაგონებაზე გერმანელი მეზენიტეები პროჟექტორებით გვეძებდნენ და ცეცხლს გვიხსნიდნენ. პროჟექტორში მოხვედრა სიკვდილს უდრიდა, რადგან შუქით დაბრმავებული, მანევრს ვეღარ შეასრულებდი. ბომბები ზუსტად უნდა ჩაგვეყარა და ვერაფრით დავაღწევდით თავს ცეცხლს, რომელსაც გვიხსნიდნენ, ვერსაით გადავუხვევდით და ეს მაშინ, როცა ჩვენს პოლკში ისეთი გოგოებიც იყვნენ, რომელთაც ნაცრისფერი თაგვის ეშინოდათ."

“გერმანელები ღამის ალქაჯებს გვეძახდნენ.ეს ალქაჯები კი 15-დან 27წლამდე გოგონები იყვნენ."



0
337
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0