x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბავშვების დასჯის 10 ეფექტური ალტერნატივა

პატარებს სურთ მოსწონდეთ თავიანთ მშობლებს

image

პატარებს სინამდვილეში არ სურთ უფროსებს შეუქმნან პრობლემები, ისინი უბრალოდ სწავლობენ გარემომცველ სამყაროს, ცდილობენ დაიკავონ თავიანთი ადგილი და სივრცე სამყაროში. თითქმის ყოველ დღე, პატარები ჩადიან შეცდომებს, ქმნიან უწესრიგობას, რაც იწვევს მშობლების ნერვიულობას.

ხშირად ძნელია იმის ცოდნა, როგორ ჯობს უფრო უკეთ კონკრეტულ სიტუაციებში პატარა ცელქებთან მოქცევა. ჭირვეულობა პატარებისთვის ნორმალური მდგომარეობაა და ბავშვის კუთხეში დაყენებით ნუ ელით მის „გარდაქმნას“. ბავშვებს არ უნდათ სწავლა, სრულიად განმარტოვებით ისინი მხოლოდ გრძნობენ თავს განაწყენებულად, დაბნეულად და მოუსვენრად.

10 მეთოდი, რომლითაც თქვენ დაეხმარებით პატარებს გარემომცველ სამყაროსთან უკეთ ადაპტირებაში:

1. დააკმაყოფილეთ თქვენი პატარების მოთხოვნები. თუკი თქვენ ატყობთ, რომ თქვენი პატარა გახდა მოუსვენარი, შეამოწმეთ, შეიძლება ის მშიერია ან დაღლილია. მისი მოთხოვნების შესრულება დააბრუნებს ყველას ჰარმონიაში. და არ ინერვიულოთ, ეს არ გააფუჭებს თქვენს პატარას.

2. შეუქმენით პატარას მეგობრული გარემომცველი სამყარო: თუკი თქვენ არაერთხელ თხოვთ, რათა თქვენი ბავშვი არ შეეხოს კერამიკულ ვაზას, სტატუეტს, არ აიღოს დანა, ასანთი და ასე შემდეგ, მოათავსეთ ყველა ეს საგანი მისთვის ხელმიუწვდომელ ზონაში.

3. შექმენით და შეინარჩუნეთ რუტინა (მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხშირად მეორდება და აქვს გარკვეული თანმიმდევრობა): პატარებს უყვართ გამეორება. პროგნოზირებული დღე ეხმარება პატარას იცოდეს, რას ელოდოს და ისწავლოს ოჯახური მოლოდინი. რუტინა ასევე ეხმარება პატარებს იგრძნონ მეტი კონტროლი თავიანთ სამყაროში. რუტინაში მოქნილი ელემენტების შეტანა ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო. მაგალითად, თუკი ჩვეულებრივ თქვენ თავიდან აცმევთ ბავშვს, ხოლო შემდეგ წმენდთ კბილებს, ხოლო რომელიმე დილას პატარას არ უნდა პირველ რიგში ჩაცმა, მაშინ შეიძლება შეთავაზოთ მას ჯერ კბილების გაწმენდა, ხოლო შემდეგ ჩაცმა.

4. ძლიერი ჩახუტება. ხშირად პატარას შეუძლია დამშვიდება და თავისი ყურადღების გადატანა მსუბუქი შეხების, ჩახუტების დახმარებით. ეს დადებითი ყურადღება ეუბნება პატარას, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ.

5. მდგომარეობაში ცვლილებები. შესაძლებელია, საბავშვო ოთახი გახდა ძალდატანებითი ან სასტუმრო ოთახი ეჩვენება მოსაწყენი. გადაადგილეთ ავეჯი, გაალამზეთ კედლები ახალი სურათებით. ამ პროცესში შეიძლება ბავშვის ჩართვაც, ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან ერთობლივ შემოქმედებით პორცესებში.

6. იკითხეთ ერთად პოზიტიური წიგნები, სასწავლო ზღაპრები, წიგნები დადებით ადამიანურ ურთიერთობებზე, რათა ბავშვში განავითაროთ ემოციურობა.

7. არ უყვიროთ. თუკი თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი მზად არის თავს დაესხას სხვა ბავშვს ან გადმოყაროს ყველა წიგნი თაროდან, არ უყვიროთ მას. შეხედეთ პატარას პირდაპირ თვალებში და შესთავაზეთ მას რაიმე საინტერესო საქმიანობა, რათა ყურადღება გადაუტანოთ.

8. სპეციალური დრო. აუცილებლად გამონახეთ რამდენიმე წუთი დღეში იმისათვის, რათა ითამაშოთ თქვენს პატარასთან. ეს არის საშუალება თქვენს პატარასთან ძლიერი კავშირის დასამყარებლად.

9. მოახდინეთ ბავშვისთვის დემონსტრირება, თუ როგორ გააკეთოს ესა-თუ ის ნივთი. არ უყვიროთ ბავშვს, თუკი პლასტილინისგან ნაძერწი დააგდო ხალიჩაზე, არამედ აუხსენით მშვიდად, რომ ასე არ შეიძლება, რომ სახლში უნდა დავიცვათ სისუფთავე. მიაჩვიეთ პატარა დალაგებას, ხოლო პლასტილინისგან ნაძერწები მოათავსეთ პატარა მაგიდაზე და ერთად გამოძერწეთ რაიმე მასთან ერთად.

10. გამოხატეთ ცნობისმოყვარეობა: ხშირად პატარები გადააკეთებენ სახლის ტექნიკას და აღჭურვილობებს, რათა გაიგონ როგორ მუშაობს ისინი, მაგრამ შედეგად ვღებულობთ გატეხილ ნივთს. ბავშვს რომ არ შეუზღუდოთ ეს სიამოვნება მთლიანად, გადაეცით მას განკარგულებაში ძველი გამოუსადეგარი ნივთები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა გატეხილი ტელეფონი ან სხვა რამ, ეს სრულიად დააკმაყოფილებს მის ცნობისმოყვარეობას.

ასეთი ალტერნატიული საშუალებების განხორციელებით, თქვენ ამყარებთ სრულიად განსაკუთრებულ კავშირს თქვენს ბავშვთან - კავშირს, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრება. ბავშვებმა იციან, როგორ საქციელს ელიან მათგან მშობლები და თავს ძალას ატანენ, რათა ასე მოიქცნენ, რადგან მათ უნდათ, რომ მშობლებს მოსწონდეთ ისინი.

0
146
6-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0