x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!!
ინდონეზიის აჩის რეგიონში, შარიათის სასამართლომ ორ ახალგაზრდას ჰომოსექსუალური კავშირის გამო გამათრახების განაჩენი გამოუტანა. განაჩენი განხორციელდება რეგიონის დედაქალაქ ბანდა აჩე -ში, სადაც თითოეულს მათგანს 85 ჯერ სახალხოდ გაამათრახებენ!


image




ინდონეზიაში მსგავსი დასჯა დღემდე არ გაგონილა, თუმცა შარიათის კანონმა პირველად ასეთი განაჩენი გამოუტანა ორ ახალგაზრდას, რომლებიც ჰომოსექსუალური ურთიერთობით არიან ბრალდებულნი.


ახლაგაზრდები 20 და 23 წლისები არიან, მათ ურთიერთობის დროს შეამჩნიეს ადგილობრივ მოსახლეობამ და გადასცეს შარიათის სასამართლოს. როდესაც ყველა მსხვილ ფულად ჯარიმას ელოდა, შარიათის სასამართლომ შოკისმომგვრელი განაჩენი გამოიტანა. ორივე ახალგაზრდა 85 - ჯერ გაამათრახებდნენ.


image


მოგახსენებთ, რომ 2001 წლიდან აჩის რეგიონში შარიათის კანონებია. რომლის თანახმადაც, რეგიონში სასტიკად აიკრძალა აზარტული თამაშები და ალკოჰოლური სასმელები.


image


ინდონეზიელი ლგბტ პირების დამცველი ორგანოს დამფუძნებლის, დედე ოეტემოს თქმით- "ეს არის ძალიან დიდი უკუ-ნაბიჯი ინდონეზისაა, ჰომოსექსუალი არ არის კრიმინალი"


image

განაჩენის გამოტანის შემდეგ, შარიათის სასამართლოს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მსგავსი შემთხვევების განმეორების შედეგად, ჯარიმა გაორმაგდება, გასამაგდება ან გაათმაგდება.


ჰომოსექსუალი წყვილი დაკავებმადე ერთი კვირით ადრე, უბნის "ბანდამ" დაუნდობლად სცემა. ცემა-ტყეპის კადრები სამოყვარულო კამერითაა გადაღებული და განთავსებულია სოციალურ ქსელებშიც, თუმცა შარიათის სასამართლოს და ადგილობრივ სამართალდამცავებს ამ ვიდეოზე რეაგირება არ ჰქონიათ.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. "6 დაკარგული სამყარო" - დედამიწაზე!

2. ტუნისის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!

3. 10 პრეისტორიული არსება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა!

4. 18 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჰეთრიკი შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში!

5. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?!



2
321
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
321
  
სხვათაშორის მე 16 წლამდე ლგბტ-ს მოძულე ფაშისტი ვიყავი!
პირადად მე ფეხებზე მკიდია ვინ ვისთან არის იმიტომ რომ ვარ ულტრალიბერტარიანელი და რაა გულისამრევი და რა არა, ეგ არავინ იცის, ადამიანი სუბიექტური არსებაა და საერთოდ როგორც ნიცშემ ბრძანა: მორალი და ჭეშმარიტება უბრალოდ არ არსებობს. თითოეულ ადამიანს საკუთარი ინდივიდუალური მორალი და სიმართლე აქვს. პირადად მე მიყვარს გამოთქმა "თავში ქვა გიხლია, კისერი გიტეხია კინჩხი მიგიყოლებია!" ვაფშე ნიჰილისტი ვარ და მიმაჩნია რომ ნებისმიერს აქვს უფლება სახეში შეაფურთხოს საზოგადოების "ზნეობრივ" ნორმატივებს და იცხოვროს როგორც თავად სურს. იყავით ეგოისტები და კისერი გიტეხიათ! მე მარტო 8 დირექტივას ვაღიარებ და ესაა ჩემი მორალი: 1) ნურავის მოკლავ 2) ნურავის გააუპატიურებ 3) ნურავის გაქურდავ 4) ნურავის დაიმონებ 5) მიიღე სექსუალური სიამოვნება 6) გაძეხი 7) ისწავლე მეცნიერება და 8) განვითარდი ბიოლოგიურ და სულიერ დონეზე. მორჩა. ყველამ თავისი აზრი თავისთვის დაიტოვოს! გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი სუბიექტურია და არავითარი უნივერსალური მორალი არ არსებობს. საერთოდ ნიცშეს მიაჩნდა რომ ზეკაცად გახდომა შეიძლება მხოლოდ ზოგადი ზნეობრივი ნორმატივის დანგრევით. შეეშვით სხვების პირად ცხოვრებას და ამოიძირკვეთ სხვათა მართვის და კონტროლის მანია. ადამიანი არის ინდივიდი. კოლექტივი არ არსებობს. უბრალოდ ნურავის მიაყენებ ზიანს და ისე რაც გინდა ქენი. წაიკითხეთ ფროიდი და იუნგი. მაგას სხვათაშორის ოიდიპოსის კომპლექსი ქვია. სხვას ნუ ახვევ თავს შენ მორალს, გახსოვდეს რომ შენი მორალი მხოლოდ შენია და მარტო შენი თვითდისციპლინისათვის არის. ჩვენ არაფერი არ ვიცით რეალურად რაა სწორი და რა არა. სხვადასხვა კულტურებში არის სხვადასხვა კანონები, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდური. ასე რომ შენ ვერასოდეს დაადგენ რაა სწორი და რა არა. რელიგიური და პოლიტიკური შაბლონები კი მოიშორე თავიდან. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები სანამ არავის არ ესხმის თავს. საფრანგეთში ისე ინცესტის მოყვარულთა პარტიაც კი არი 55000 წევრით. ლგბტ-ზე ხო არაფერს ვამბობ ვაფშე...
0 1 2