x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება!
image
ხაჭოს ფირფიტები: - შეიძლება იფიქროთ, რომ ხაჭოს ფირფიტებით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ ასე სულაც არაა. თუ დაამზადებ მას არატრადიციული მეთოდით, შეგიძლიათ მოისყიდოთ ყველაზე, ყველაზე განებივრებული გურმანი და დიეტაზე მდგომი ადამიანიც კი აცდუნოთ. აქ თავის შეკავება არარეალურია.


ბლინების ფირფიტები გამოდის საოცრად ნაზი და თითქოს დნება პირში, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ისინი მზადდება რძითა და სახამებლით (კრახმალით).

სცადეთ, არ ინანებთ!

ინგრედიენტები:


* კვერცხი - 6 ცალი;

* რძე - 0, 5 ლიტრი;

* სახამებელი - 5-6 სუფრის კოვზი;

* მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი;

* ხაჭო 300 გრამი;

* შაქრის ფხვნილი გემოვნების მიხედვით;

* არაჟანი გემოვნების მიხედვით;

* ნაღების კარაქი გემოვნების მიხედვით;


მომზადება:

* ავდღვიბოთ 5 კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად.

* შემდეგ მივამატოთ სახამებელი, და თანდათან ვურიოთ. ყურადღება მივაქციოთ, რომ კარგად გაიხსნას და შეკრული ნამცეცები არ დარჩეს.

* ჩაასხით მასში რძე და მზესუმზირის ზეთი, აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით. ცომი გამოვა თხევადი.

* მოუსვით ტაფას ზეთი ან სალა(ღორის ქონის ნაჭერი) ერთხელ. შეწვით ბლინები მხოლოდ ერთი მხრიდან.

* გაამზადეთ გულსართი. ხაჭო ადღვიბეთ შაქარსა და 1 კვერცხთან ერთად. შეგიძლიათ ტატაჩოს თესლი და ქიშმიში ავურიოთ გემოვნებით.

* გამზადებულ ბლინებს წავუსვათ ხაჭოს გულსართი და მოვახვიოთ სურვილის მიხედვით.

* ჩავალაგოთ ცეცხლგამძლე ჯამში ან ქვაბში, ზემოდან წავუსვათ არაჟანი ან ზეთი და შევდგათ 180 გრადუსიან ღუმელში 10-15 წუთით.

მიღებული ცომისგან გამოდის 25 თხელი ბლინი. თამამად მოიწვიეთ მეგობრები, გჯეროდეთ, უთუოდ მოეწონებათ.


თქვენთვის საინტერესო:


სასწაულმოქმედი და იაფი მალამო E ვიტამინით - დარჩით მუდამ ახალგაზრდა!


ამ პროდუქტების ერთად მოხმარება სახიფათოა! საკვების კომბინაციები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ და გვნებს


როგორ მოვიშოროთ ქონი მუცლის, გვერდების და წელის არიდან


იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ სუფთა იყოს და სუნიც კარგი ჰქონდეს...

0
3077
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
3077
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0