x
image
ნინო დვალაშვილი
"ჩვენ, ემიგრანტები პირველ ხაზზე მდგარი ჯარისკაცები ვართ. შიშველი, მაგრამ ძლიერი ხელებით ვიბრძვით"

image
ქალბატონი მადონა თედორაძე, რომელიც 16 წელია საბერძნეთში,
ემიგრაციაში იმყოფება, თავის ფეისბუქ გვერდზე, ემიგრანტი ქალების მძიმე
ხვედრზე საუბრობს:
"ჩვენ-ემიგრანტი ქალები

არ შემხვედრია უვარგისი, უხეირო, უხერხემლო ქართველი ქალი უცხოეთში.
დიახ, თითქოს დარჩეულები არიან. ასეცაა- განა ყველა გაბედავს და უცნობი
ბედისკენ
შესახვედრად გასწევს?- ზღაპრებში ხდება ასე- ბევრი იარა, თუ -ცოტა...

წლების წინ შეჭიდებული ვიყავით სიდუხჭირეს. ჩვენ დიასახლისები, ექიმები,
მასწავლებლები, მსახიობები, ყველა პროფესიისანნი, ისინი ვართ, ვინც წლების
უკან, უკაცრავად და ვირისკურტანმოკიდებულებმა შევინახეთ ცოცხლად
ქმარ-შვილნი.
დიახ, დიახ!- ზოგჯერ
მტერი ისეთი ვერაგია, რომ მებრძოლს გამოგაცლის ხელიდან...გულს და სულს
შეუჭამს.. უსაქმობის და უილაჯობის დაღს დაასვამს და მაშინაა ქალი
დ ე დ ა კ ა ც ა დ რომ იქცევა!

პირველ ხაზზე მდგარი ჯარისკაცები ვართ. შიშველი, მაგრამ ძლიერი ხელებით
ვიბრძვით. ყოველდღიური რწმენით და მიზნით სავსეა ჩვენი საქმე. უკან
საქართველოა, ოჯახებია და კალმახივით ახეული ლაყუჩებით აღმა მივუყვებით
დინებას!
არა, იქნებ უფრო პარტიზანებს ვგავართ- მტერი რომ ვერაფრით
მოიხელთებს, ყველგან რომაა, ყველაფრის საქმის ყურში... ასე რომ სჭირდება
დღეს დედა-სამშობლოს!
და მიდის სიცოცხლისთვის აუცილებელი ძალა -

"დედი, ამანათი იქნება კვირას .'' "მარიამს ბებოსგან დაბადების დღისთვის..
'' "ბანკეტზე გიორგის, ბებოს სიცოცხლეს'' ..."ვაიმე, ახლავე მიიყვანეთ
ექიმთან, საუკეთესოსთან, გადაამოწმეთ..''. და ფუსფუსი, ლოცვა...
ლოცვა დედისა ცაში ღმერთსს რომ სწვდება!

აწი სიკვდილიც კი იოლია. რამეთუ ერთი სიკვდილი გავათავეთ, როცა სახლის
კარი გამოვხურეთ...ჩვენებს ღიმილიან-ცრემლიანი თვალებით გამოვეთხოვეთ და
დავტოვეთ ს ა მ შ ო ბ ლ ო.
სულს გავეყარეთ. ვერ გამოგვყვა( მას უფრო უჭირს მშობლიურ ფესვებთან გამოთხოვება) და აქ ზომბებივით ავმუშავდით.. ავმუშავდით...
დავრჩით ჩართული!
ზოგჯერ, უფლო ძილში, მესმის ჩემივე ბუტბუტი-გამომრთეთ,
გადავიწვები!
მგონი დასრულდა. ამ თემას აღარ შევეხები. დიდხანს დუმილის შემდეგ იცის ადამიანმა, თუ დაიწყოო... მასე დამემართა.
სულგრძელად მაპატიეთ."



image

0
73
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0