x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
100 წელი წმინდა მარიამის გამოცხადებიდან-"ფატიმას სამი საიდუმლო"

image

ზუსტად 100 წლის წინ პატარა პორტუგალიელ მწყემს გოგონებს წმ. მარიამი გამოცხადათ, რომელიც რელიგიის ისტორიაში შევიდა "ფატიმას სამი საიდუმლო"-სახელით.


1917 წლის 13 მაისი, პორტუგალია.კვირა დღეს, სამი პატარა, 10 წლის ლუსია, 9 წლის ფრანცისშკუ და მისი და, 7 წლის ჟასიტა სოფელ ფატიმადან ცხვრებს მწყემსავდნენ კოვა-და-ირიას ველზე.უეცრად ცამ გაიელვა და გასხივოსნდა, ბავშვებმა დაინახეს უმშვენიერესი ქალი, რომელიც ღრუბელზე იდგა და ოდნავ ხის კენწეროსაც ეხებოდა.ამის შემდეგ ქალმა ბავშვებს აღუთქვა, რომ იგი ყოველი თვის 13 რიცხვში მათ ამ ადგილას გამოეცხადებოდა.ბავშვები თავიდან მალავდნენ ნანახს, თუმცა მათგან ყველაზე პატარას დედასთან წამოსცდა ნანახი.ხალხში მალე გავრცელდა ეს ამბავი, თუმცა არ ეჯერათ.


ბავშვების მონაყოლის მიხედვით უფროსებმა დაასკვნეს, რომ მათ წმ.მარიამი გამოეცხადათ.მესამე გამოცხადების დროს 1917 წლის 13 ივლისს ბავშვებს წმ.მარიამმა განუცხადა, რომ 13 ოქტომბერს მათ უკანასკნელად გამოეცხადებოდა და თან დიდ სასწაულს მოახდენდა.ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა.


image

მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო, დაახლოებით 70 ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა ველზე, ზოგს სჯეროდა, ზოგი ირონიულად იყო განწყობილი.მარია ბავშვებს გამოეცხადა, მათ გარდა ვერავინ ხედავდა წმ. მარიამს, როდესაც მარიამი საუბარს მორჩა ბავშვებთან და წამოიმართა, აი მაშინ დატრიალდა ნამდვილი სასწაული.

image


ღრუბელები გაიხსნა და მზე გამოჩნდა, ისე როგორც ვერცხლისფერი დისკო, იგი წარმოუდგენელი ძალით ასხივებდა, შემდეგ ამ დისკმა დაიწყო "ცეკვა", შემდეგ კი ბრზიალი, როგორც გიგანტურმა ცეცხლოვანმა ბორბალმა, სხვათა შორის ამ მოვლენას არა მარტო იქ მომსწრე 70 ათასი კაცი პირდაღებული მისჩერებოდა, არამედ 10 კილომეტრის დაშორებული მანძილიდანაც დაინახეს ადამიანებმა.ამის შემდეგ "მზე" ისევ თავის ადგილს "დაუბრუნდა", საიდანაც ეს უცნაური მოვლენა დაიწყო.

image



მაგრამ ყველაზე მთავარი რაც იყო, წმ.მარიამმა სამი საიდუმლო დაუტოვა ბავშვებს.პირველი იმავე 1917 წელს გაამხილა ლუსიამ:"ჩვენ ვნახეთ ჯოჯოხეთი, სადაც ცოდვილები ხვდებიან, ადამიანები თუ იმას გააკეთებენ, რასაც მე ვეტყვი, ბევრი გადარჩება და იქნება მშვიდობა, ომი (პირველი მსოფლიო-1914-18)დასასრულისკენ მიემართება, ადამიანები თუ კიდევ განაგრძობენ ღმერთის გაწყრომას, შემდეგი პაპის დროს იქნება ამაზე უარესი ომი..."მადონამ აგრეთვე განაცხადა, რომ ორ ბავშვს თავისთან წაიყვანს, მართლაც ცოტა ხანში ჟასიტა და ფრანცისშკუ ე.წ. "ესპანკათი"(გრიპი) გარდაიცვალნენ.მესამე-ლუსია 1928 წელს მონაზვნად აღიკვეცა.
1930-იან წლებში "ფატიმას საიდუმლოთი" თვით ვატიკანი დაინტერესდა, 1936 წელს წმ.მარიამის გზავნილი ლუსიამ ქაღალდზე გადაიტანა და შემდეგ იგი დალუქეს.

image

მეორე საიდუმლოში ეწერა, რომ რუსეთში მალე მოვიდოდა კომუნიზმი და იქნებოდა ბევრი სისხლისღვრა, ამ ქვეყანაში ღმერთს უარყოფენ, თუ რუსეთში დაბრუნდება სიმშვიდე, დაუბრუნდება ღმერთს, მაშინ მთელს მსოფლიოშიც სიმშვიდე დაისადგურებს, გაუნათლებელ პატარა გოგოს, სხვათა შორის კომუნიზმი-ცუდი ადამიანი ეგონა. "როდესაც ნახავთ ღამეს, რომელიც განათებული იქნება კაშკაშა შუქით, ეს იქნება ნიშანი ომის დაწყებისა".მართლაც 1938 წლის 25-26 ნოემბერს, საღამოს 9-იდან 11- საათამდე იყო ყველაზე უცნაური ჩრდილოეთის ციალი, რომელსაც დასავლეთ ევროპის უამრავ ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს, ინგლისიდან დაწყებული და საბერძნეთით დამთავრებული .


მესამე საიდუმლო ლუსიამ 1943 წელს დაწერა, იგი დაილუქა და 1960 წელს უნდა გახსნილიყო.თუმცა მხოლოდ 2000 წელს გაიხსნა, წერილის ასლები იოანე პავლე II-მ კათოლიკურ ეკლესიებში გაავრცელა, ფატიმას მესამე საიდუმლოში საუბარი იყო პაპზე იოანე-პავლე მეორეზე, რომელზეც 1981 წლის 13 მაისს თავდასხმა განხორციელდა, გერმანელების მიერ გაწყვეტილ ებრაელებზე..და ბოლოს, მესამე გზავნილში მითითებულია, რომ ქრისტიანობა საბოლოოდ დასთმობს პოზიციებს მომავალში, თუმცა ის მსხვერპლი, გამოცდა და ტანჯვა, რომელიც ამ სარწმუნოების წარმომადგნელებმა თავიანთ თავზე გადაიტანეს ფუჭი არ ყოფილა.მომავალმა თაობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა შეცდომები და მიიღოს დახმარება უზენაესისგან წინსვლისთვის.

image

2005 წელს ლუსია 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ორი თვის შემდეგ, რომის პაპიც იოანე პავლე II-ც მიიცვალა.


image

0
455
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0