x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 ნიშანი იმისა, რომ ამბივერტი ხარ
*ექსტროვერტი: მომწონს წვეულება. შემიძლია საათობით ვისაუბრო. ყოველთვის თვითკმაყოფილი ვარ. ხალხის გარშემო ყოფნა მაძლიერებს. ვბრაზდები მხოლოდ მარტო ყოფნისას.

*ინტროვერტი: მორიდებული ვარ. სიმშვიდე და წყნარ ადგილებში დროის გატარება მიყვარს. განმარტოებით ყოფნა მაძლიერებს. ვბრაზდები მხოლოდ მაშინ, როცა ხალხით ვარ გარშემორტყმული.

*ამბივერტი: რა მოგახსენოთ... გააჩნია!!!

image



ინტროვერტები და ექსტროვერტები ორი უკიდურესი პოლუსია, ხალხის უმეტესობა ამ ორიდან რომელიმეს მიეკუთვნება. მაგრამ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ორივეს გავლენას განიცდის რაღაც დოზით - გაიცანით ამბივერტთა კატეგორია!


ეს ტერმინი 1947 წელს ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ჰანს ეისეკმა გამოიგონა. მან დაწერა ''ამბივერტები ის ადამიანები არიან, რომლებიც გვთავაზობენ კარგ ბალანსს ინტროვერტების მომატებულ მგრძნობელობასა და ექსტროვერტების გაბატონებულ პოზიციას შორის.''


ეს სიტყვა იშვიათია და ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა.


ხალხი ხშირად იბნება ამბივერტული პიროვნების ბიპოლარული აშლილობით. ეს არეულობა ფსიქიკური მდგომარეობაა, როცა შენი ხასიათი მერყეობს უკიდურეს ბედნიერებასა და უკიდურეს მწუხარებას შორის.


ამბივერტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ მერყევი განწყობილება და მაინც ფუნქციონირებენ.


აქ არის ის 7 ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ შენ ''შუა გზაზე მდგომი'' პიროვნება ხარ.

image


1. სხვადასხვა ადამიანს შენზე სხვადასხვა გაგება, აღქმა აქვს.

''- მარიამი სახალისო უნდა იყოს!

- ჰო, ის ისეთი წყნარი და გამგებია!

- ოჰ, არა, მუდამ მაღლიდან იხედება ცხოვრებაში!

- ჩვენ ორივე ერთ ადამიანზე ვსაუბრობთ?''


ადამიანმა შეიძლება რთულად გაშიფროს ამ პიროვნების ნამდვილი სახე, მაგრამ ამბივერტები თავს კარგად გრძნობენ ორივესთან (ექსტროვერტებთან და ინტროვერტებთან). ისინი თავიანთ გარემოს ქმნიან და მხიარულები არიან. ადამიანი რომელსაც შეუძლია იყოს ორივე, მხიარულიც და წყნარიც, რა არის ცუდი? მაგრამ, ფრთხილად. ამბივერტები არ ენდობიან ხალხს მარტივად.


image


2. შენ ნამდვილი მოგზაური ხარ.

''მინდა მდინარის ახლოს დავჯდე და წიგნი წავიკითხო, კიდევ მინდა გადავაადგილდე, ადგილები დავათვალიერო, მივირთვა რამე და ვისიამოვნო!''


ამბივერტები შესანიშნავი მოგზაურობის პარტნიორები არიან. განსხვავებულები რამეების კეთება მოსწონთ და მოგზაურობას ღირებულს ხდიან. ყველა პირობას ეწყობიან, მოსწონთ ახალი ადამიანების გაცნობა. ადვილად უმეგობრდებიან, მაგრამ მათ პირად სივრცეში არ უშვებენ.


3. ხალხს სიამოვნებს შენი პიროვნების განსხვავებული ფერები.

image''ჩემი სილაღით ხალხს ვაცოცხლებდი და შემდეგ ვამშვიდებდი ჩემივე ღრმა საუბრით!''


ამბივერტები ცდილობენ წესრიგში მოიყვანონ საკუთარი დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანთან. მათი ქმედებები იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახლოს არიან ისინი ვინმესთან. ამბივერტისგან მოსალოდნელია ღრმა, ძლიერი საუბარი და მხიარული პიროვნულობაც. რაც უნდა იყოს, ამ პიროვნების განსხვავებული თვისებები ახლობელ ადამიანთან გამოაშკარავდება.


4. შენთვის საინტერესოა სიღრმისეულ თემაზე საუბარი.

''როგორი საინტერესოა! მოდი ამაზე ვისაუბროთ... ბლა ბლა''


ამბივერტები საუბრისას ბევრ თემას მიმოიხილავენ და ყოველთვის სურთ იყოს ეს ნოყიერი თემა იყოს. მოკლე საუბრები არ მოსწონთ და ყველა გზას გადალახავენ ღრმა განხილვის გასაცნობად. რაც აინტერესებთ, იმაზე საუბრობენ. როცა მისი ''საგანი წამოიჭრება'', მაშინ ყვავდება ნელ-ნელა. იმ თემაზე მათგან სიტყვას ვერ გაიგონებთ, რაც არ აინტერესებთ.

image


5. გირჩევნია ახალი ადამიანები შენს ნაცნობებს გააცნო.

''ახალი ხალხი უნდა გავიცნო. როგორი საინტერესოა, მაგრამ მინდა თქვენთან ერთად წავიდე. თქვენს გარეშე ურთიერთობაში ვერ შევალ''


ამბივერტები ხელს ვინმე ნაცნობს ჩასჭიდებენ, ახალი ადამიანის გაცნობისას. უყვართ ახალი ადგილები და სიამოვნებთ ხალხის გაცნობა, მაგრამ სურთ მეგობრებთან ერთად იყვნენ ასე კარგად. რადგან ისინი არასდროს გადმოდგამენ პირველ ნაბიჯს, მეგობარმა უნდა გააცნოს ის სხვას. ამბივერტები ექსტროვერტებსა და ინტროვერტებს შორის შუა წერტილია, ამიტომ მათ მოსწონთ ახალი ადამიანების გაცნობა, მაგრამ ამავე დროს თავშეკავებულები არიან.


6. ხალხთან დიდი დროის გატარებისას სუსტდები.

გვფ

''გავერთე! ახლა დასვენება მჭირდება! სახლში მინდა წასვლა.''


ამბივერტები ხალხთან დიდი დროით ყოფნისას, თავს დაქანცულად გრძნობენ. მათ უყვართ სოციალური შეკრების ნაწილად ყოფნა, მაგრამ პირველიც ის იქნება, ვინც ადგილს დატოვებს. საზოგადოებაში კარგად გამოჩენის შემდეგ, მათ პირადი სივრცე სჭირდებათ. გრძნობა, რომ შინაგან პიროვნებას დაუკავშირდნენ, მუდმივად აქვთ. ეს მათ მოქმედებას აბალანსებს, თუმცა შეიძლება მეტისმეტად სტრესულიც იყოს მათთვის.


7. შეგიძლია ჯგუფშიც იმუშაო და მარტომაც!

''სამუშაო ჩემთვის! სამუშაო ჩემთვის!''


ამბივერტებს მოსწონთ ჯგუფურად მუშაობა, მაგრამ მარტო მუშაობაც უყვართ. ისინი შემგუებელი და ხათრიანი მომუშავეები არიან. ესმით ადამიანების, ყველასთან შეუძლიათ საქმის მოგვარება, ცოტა ''ომი'' აქვთ. ასევე კარგი ლიდერები არიან და შეუძლიათ გაუმკლავდნენ ექსტროვერტებსაც და ინტროვერტებსაც.

უჯნ

1
1019
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
1019
  
2021, 7 თებერვალი, 19:17
შენიშვნა: ჰანს აიზენკმა*
0 1 1