x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სიკვდილი არ არსებობს - მეცნიერის შემაშფოთებელი აღმოჩენა

image
სიკვდილი არ არსებობს-ეს ხუმრობა როდია, ეს მეცნიერული აღმოჩენაა. ჩრდილოეთ კაროლინის მედიცინის უნივერსიტეტის პროფესორი აცხადებს, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად სიკვდილი ილუზიად გვევლინება, რომელსაც ჩვენი წარმოსახვა ქმნის. პროფესორი რობერტ ლანცი ამტკიცებს, რომ გარდაცვალების მერე ადამიანი გადადის პარალელურ სამყაროში. მეცნიერი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მრავალწლიან მცენარეს გავს, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რომ ახლიდან გაიხაროს და აყვავდეს სამყაროში. ყველაფერს, რასაც კი ვხედავთ, არსებობს მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის შედეგად-თვლის პროფესორი. რობერტ ლანცი თავის გამოკვლევებში ამტკიცებს, რომ ხალხს მხოლოდ იმიტომ სჯერა სიკვდილის, რომ ასე ასწავლეს, ან კიდევ იმიტომ, რომ სიკვდილი გარეგანი ორგანოების ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. მეცნიერი თვლის, რომ გარდაცვალება არ გვევლინება სიცოცხლის აბსოლუტურ დასასრულად, ის უბრალოდ გადასასვლელია ერთი სამყაროდან მეორე, პარალელურში. ფიზიკაში უკვე რა ხანია არსებობს თეორია, როარსებობს უამრავი სამყარო, რომლებშიც ბევრი სხვადასხვა სიტუაციები და ხალხია. ყველაფერი რაც შეიძლება მოხდეს, უკვე სადღაც მოხდა ან ახლა ხდება, ამას თუ გავითვალისწინებთ, დავასკვნით, რომ სიკვდილი აღარ იარსებებს. მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომ პარალელური სამყაროები ნამდვილად არსებობს ჩვენს სამყაროსთან ერთად. იქ მოვლენები თავისებურად ვითარდება. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად არსებობდნენ პარალელური სამყაროს მცხოვრებლებთან ერთად. ხანდახან სამყაროებს შორის საზღვრები თხელდება და ხდება ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა.

თუ არ ჩავთვლით რობერტ ლანცის თეორიას, თანამედროვე მეცნიერება უძლურია, რომ რამე ამტკიცოს ამის თაობაზე.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ

ურწმუნო ექიმის მოგზაურობა სამოთხეში(კომიდან გამოსულის მონათხრობი)

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

როგორ მოვიშოროთ ჩრჩილის პეპელა სამუდამოდ(ბუნებრივი+ ქიმიური საშუალებები)

0
3104
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
3104