x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალი-თოჯინა ციხეში. რამდენად რეალურია პატიმრების მოთხოვნა

image
პატიმრებმა ჩაატარეს აქცია სექს-თოჯინების მოთხოვნით. მათ სურდათ, რომ ციხეში თოჯინების ქონის ნება დაერთოთ, რათა პატიმრებს შეძლებოდათ სიამოვნების მიღება გისოსებს მიღმა. პატიმარი ჯეკ შორეზი ჰოტინგემშირის საპატიმროდან აცხადებს, რომ მათთვის თოჯინების ქონა გააუმჯობესებს დამნაშავეების ქცევას. იქვე ამტკიცებს, რომ ეს იდეა სახელმწიფოს არაფერი დაუჯდება, რადგან განსასჯელები თვითონ იყიდიან თავიანთი ფულით. შორეზმა ციხის ვებ-გვერდზე დაწერა: "უბედურება ისაა, რომ ჩვენს ციხეებში უამრავი ახალგაზრდაა, რომლებიც თავსაც კი გასწირავენ მძაფრი შეგრძნებებისთვის, მათ ყოველ წუთას შეუძლიათ ხიფათი მიაყენონ ერთმანეთს. კარგი იქნება, თუ ჩემს წინადადებას ყურადღებით განიხილავთ, რაც აუცილებლად გადაჭრის ამ პრობლემას, ასევე დაეხმარება პატიმრებს სტრესისგან გათავისუფლებაში. ეს იდეა დამებადა მას შემდეგ, რაც მე-4 არხზე ვუცქირე დოკუმენტურ ფილმს, სადაც აჩვენებდნენ მოზრდილ მამაკაცებს, რომლებიც ცხოვრობენ რეზინის თოჯინებთან და ძალიან ბედნიერად და მშვიდად გამოიყურებიან. ეს შეიძლება იყოს გასაბერი თოჯინებიც, რომელსაც კურიერი შეფუთულს მოუტანდა თითოეულ მსურველს.

პატიმრებს შეეძლებოდათ თავისი დრო თოჯინების გვერდზე გაეტარებინათ, მოუსმენდნენ მუსიკას, ღამით გაერთობოდნენ - ანუ გააკეთებდნენ იმ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ პარტნიორებთან ერთად".

არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება დაფიქრდეს პატიმართა მოთხოვნაზე, რადგან თოჯინები ძირითადად რბილი მასალისგან მზადდება და არ შეიცავს საფრთხის შემცველ ელემენტებს. image



შეიქმნა ახალი თოჯინა საპასუხო რეაქციებით-რა შეუძლია მას(+ ფოტოები)


უჩვეულო ქორწინება - რას წინასწარმეტყველებენ მეცნიერები


12 რამ რასაც თავმოყვარე მამაკაცი არ ჩაიცვამს

0
267
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
267