x
image
თეონა გორდეზიანი
რა არის ტენდენციური გაზაფხულზე და რომელი ფერები უნდა მოვირგოთ...
მართალია ადამიანები ყოველდღიურად ინდივიდუალური გემოვნების, შესაძლებლობისა და რაც მთავარია ხასიათის მიხედვით იმოსებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებს რა არის ტენდენციური... და თუ ვინმეს არ აინტერესებს თავისდაუნებურად ხდება გამზიარებელი იმ სიახლეების, რასაც მოდის შემქნელები გვთავაზობენ. ეს კი სწორედ იმიტომ ხდება, რომ ვიცოდეთ რას როგორ და რატომ უხდება... როდის რომელ სეზონზე რა ფერებია შესაფერისი... და მაინც თუ ფიქრობ ისაა აქტუალური რაც გიხდება, ეს მაინც საინტერესოა.



გაზაფხულის სეზონის ჰიტია ხაკისფერი. ეს ფერი ძირითადად ყოველდღიური და სპორტული სტილის სამოსით არის წარმოდგენილი. ეცადეთ არჩევისას, ამ ტონალობაზე გააკეთოთ არჩევანი.

მილიტარისტული იგივე სამხედრო სტილი დღეს ძალიან აქტუალურია და ეს

ჩვენ ქალაქს უკვე საგრძნობლად ეტყობა...



image


image
ყვავილებიანი პრინტი უკვე რამდენიმე სეზონია არ კარგავს აქტუალობას. სასურველია,

არამხოლოდ ამ პრინტის სამოსი მოირგოთ, არამედ, აქსესუარზეც გააკეთოთ აქცენტი.




ამ სეზონზე მამაკაცების სპორტული სტილი ძალიან ტრენდულია. საკმაოდ ბევრ დიზაინერს და ბრენდს აქვს ამ სტილის სამოსი შექმნილი, რაც აუცილებლად გაუსვამს ხაზს თქვენს მოდურობას.



image

ბავშვების ჩაცმულობა ყოველთვის ფერადია. გააკეთეთ აქცენტი მკვეთრ ფერებზე და სხვადასხვა ანიმაციური გმირებით გაფორმებულ ტანსაცმელზე.



image




image


გოგონების შემთხვევაში ფერები ყოველთვის პასტელური ტონალობებისკენ მიდის, თუმცა ზოლებიც საკმაოდ აქტუალურია.



2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ერთ-ერთი აქტუალური ტრენდი გოფრირებული მანჟეტია. მოირგეთ ასეთი სტილის სამოსი, მით უფრო, რომ კოლექციებში საინტერესო ვარიაცებია წარმოდგენილი.

image


image"აკრძალული " კომბინაცია კვლავ დაბრუნდა, შეუხამეთ ეს ფერები ერთმანეთს გემოვნებიანად და ძალიან საინტერესო გამოვა.



ზოლები, ზოლები და ზოლები! ეს არის ამ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენცია.

მოირგეთ როგორც ყოველდღიური პერანგები, ისე ზოლიანი კაბები და პიჯაკები.


image



image



სამუშაო ჩაცმულობა გარკვეულ ჩარჩოებს გვთავაზობს. ასეთ დროსაც შესაძლებელია

გამოიყურებოდე ტრენდულად. სასურველია აქცენტი პასტელურ ტონალობებზე ან ამ ფერებით გაფორმებულ სამოსზე გააკეთოთ. შეუხამეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა.


image



გაზაფხულს განსაკუთრებით უხდება ფერადი სამოსი. ეცადეთ მკვეთრ ფერებზე გააკეთოთ აქცენტი, რათა განწყობა კიდევ უფრო ფერადი და მხიარული იყოს.



გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ დიზაინერები აქცენტს სქელ ქუსლიან ფეხსაცმელებზე აკეთებენ. თუმცა ფერებისა და ფაქტურების მხრივ, არჩევანი საკმაოდ დიდია.



ასევე ამ სეზონის აუცილებელი ფერია ყვითელი... მოირგეთ ამ ფერის სამოსი და აქსესუარები. ასე აუცილებლად ხაზს გაუსვამთ თქვენს მოდურობას, თან რაც მთავარია, ამ ფერის მორგებით, ფერად განწყობას შეუქმნით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.



image



image



გაზაფხული-ზაფხულის 2017 წლის მოდის ტენდენციები მოკლედ ასე გამოიყურება... მაგრამ თქვენი შინაგანი სამყარო, უფრო უმჯობესი იქნება, იმ შეხამებით გამოხატოთ რაც თქვენეულია და თქვენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს...






















0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0