x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დათა თუთაშხია – პერსონაჟი თუ რეალური პიროვნება... ეს საინტერესოა #10
image


ქართულ რეალობაში იყო ადამიანი სახელად გუძა შელია. ეს ადამიანი, ის რეალური პიროვნებაა ჭაბუა ამირეჯიბის საშუალებით ჩვენს ცნობიერებაში "დათა თუთაშხიას" სახელით რომ არსებობს. მართალია, ეს სადაო საკითხია, მაგრამ არსებობს რეალური ცნობები ამ პიროვნების შესახებ... რაც ნამდვილად საინტერესოა.


გუძა კაზას ძე შელია დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში, მეჯოგის ოჯახში. გვარი თუთაშხია ( თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს ნიშნავს – მთვარის დღეს) მეჯოგეების გვარია, მათ გამოყავდათ სხვადასხვა ჯიშის ძროხები და ძირითადად ამით ირჩენდნენ თავს. ასევე აბრაგობდნენ, აბრაგობა არამარტო სამეგრელოში საქართველოში ყველაზე გავრცელებული "საქმიანობა" იყო. აბრაგები წითელ ხელისუფლებას ებრძოდნენ.


გუძა შელიას გარეგნობა : საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, წარმოსადეგი,


ლურჯი თვალებით, კეხიანი ცხვირით, უყვარდა შავი ფერის ჩოხები და ხშირად იცვლიდა ცხენებს. გრაფ სეგედის პირადად ჰქონდა მოგონებები თუთაშხიაზე, როგორც ავტორი აღნიშნავს თვითონ წიგნი იმდროინდელ მოწმეთა გადმოცემაა, ავტორის გამოცდილებასთან შერწყმული. მას ჰყავდა და - ელე შელია, ვის გამოც შემდეგ გააბრაგდა, დაობლებული და-ძმა მამიდასთან გაიზარდნენ ზარანდიების ოჯახში.


ერთ-ერთი ვერსიით თუთაშხიას ნანო თავყელიშვილი უყვარდა, ეს სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ნანოს ქმარი ჰყავდა და ღირსების შელახვას გაურბოდა. ამას მის მიმართ მიწერილი წერილებიც მოწმობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ მას რამოდენიმე ქალბატონთან ჰქონდა ფლირტი... აბრაგს შეგნებულადაც უყრიდნენ ჭორებს, რომ ხალხში მის საქციელს ზიზღი გამოეწვია, იმდენს მიაღწიეს შვილსაც კი შეაზიზღეს და საბოლოო გასროლაც მას ეკუთვნოდა (გუდუ პერტია), თუმცა ეს ხელისუფლებიდან ჩანერგილი სიძულვილი იყო, რომელიც ამ ტყვიით განხორციელდა, მაგრამ საბოლოოდ თუთაშხიას სიკვდილი ვერავინ დაადასტურა. გუდუ პერტიასაც არ დაუდასტურებია მისი სიკვდილი, ის და მჭედელი, რომლებმაც ბოლოს ნახეს დარწმუნებით იმეორებდნენ, რომ აბრაგი თურქეთში გაემგზავრა. ამგვარად საქმე ვერ დაიხურა.


ბიქტორ სამუშია, პირი რომელმაც გუდუ თუთაშხიას მოსაკლავად გაამზადა... მას ღამის 2 საათზე ენერგიულად დაუკაკუნა ვიღაცამ და ხმადაბლა მიუგო:თუთაშხია ვარ ძაღლიშვილო! ბიქტორ სამუშიას გული გაუსკდა და იქვე ჩაძაღლდა. დათას

სიკვდილის შემდეგ მუშნის სიცოცხლეს აღარ ქონდა აზრი და მელანქოლიის მძიმე ფორმებით გარდაიცვალა. დათას და მუშნის თავისი შესაძლებლობები საზომად ერთმანეთი ყავდათ.


აღსანიშნავია ერთი მომენტი, წიგნში ბევრი ისეთი მომენტია ამოღებული რაც იმდროინდელ ხელისუფლებას არ "აწყობდა"...

3
1700
6-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
1700
  
2017, 6 მაისი, 21:01
კი ამბობენ, სხვის მონაყოლზე ამხელა რომანის დაწერა არაა მარტივი საქმე, თან სამეგრელოს არ მცოდნე კაცისათვის სამეგრელოს ასე დაწვრილებით აღწერაც ეჭვს ბადებს....
"გორა მბორგალიც" დაწერა, მაგრამ სხვადასხვა დონის ნაწარმოებებია.
2017, 6 მაისი, 12:32
ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამირეჯიბი არაა თუთაშხიას ავტორი და მოპარული აქვს...
2017, 6 მაისი, 10:52
გვარი თუთაშხია სამეგრელოში არ არსებულა და არც არსებობს, გუძა შელია ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად მოხვდა ციხეში და იქ დაიწყო აბრაგისა და "მორბენლად" ცნობილი პოლიტიკური პატიმრის მეგობრობა.
გუძას დის გამო გააბრაგებაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
0 1 3