x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჯენიფერ ლოპესი ისევ „შიშველ“ კაბაში

პოპულარული მომღერალი და მსახიობი აგრძელებს თავისი თაყვანისმცემლების გახარებას ღია სამოსით.


image

მაიამიში გაიმართა Billboard Latin Music Awards პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონია.

საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდა ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც გააოცა სტუმრები განსაკუთრებულად ღია სამოსით Julien Macdonald-ს შემოდგომის კოლექციიდან. კაბა მთლიანად შედგება ამონაჭრებისგან: თეძოებამდე ჩახსნილი, ექსტრემალურად ღრმა დეკოლტე, ღია სახელოები, წელი და ზურგი.

მომღერალმა მიიღო სპეციალური პრიზი ტელეარხისგან Telemundo კარიერაში მიღწევებისთვის და ჯილდო სოციალურ ქსელში აქტიურობისათვის.

საღამოს შუაში ჯენიფერ ლოპესმა გამოიცვალა და წარდგა იგივე დიზაინერის ისეთივე ღია, მაგრამ ვერცხლისფერ კაბაში. მასში მომღერალმა შეასრულა სიმღერა Mirate ახალი ესპანურენოვანი ალბომიდან, რომელიც სულ მალე გამოვა.

image

ჯენიფერ ლოპესი ცნობილი გახდა 1997 წელს ფილმის „სელენა“ გადაღების შემდეგ, რომელშიც ჯენიფერმა შეასრულა მექსიკელი მსახიობის როლი: ამ ნამუშევრისთვის მან მიიღო არა მარტო მაღალი ჰონორარი, ასევე იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსი“-ს პრემიაზე.

0
248
4-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0