x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გიშუპდებათ ფეხები? იცით როგორ მოიქცეთ?
image


ფეხების შეშუპების მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარებული

იქნება რამდენიმე გამოკვლევა, გაირკვეს მიზეზი და დაისვას სწორი დიაგნოზი, რათა და-

ინიშნოს სწორი მკურნალობა. შეშუპება ყველაზე ხშირია ზაფხულის სეზონზე გაუწონას-


წორებელი კვება, კერძოდ მარილის გადამეტებული გამოყენება, ასე, რომ ზაფხულში ეცა-

დეთ შეზღუდოთ მარილის მიღება.თუ შეშუპება გვემართება ცხელ ამინდში ხანგრძლივი

მოგზაურობის დროს, თუ გვაცვია მოუხერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ამ დროს

საკმარისია წამოვწვეთ ნახევარი საათით მაღლა შემოწყობილი ფეხებით, ასევე მიიღოთ

კონტრასტული შხაპი. ფეხების შეშუპება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა პათოლოგიის

ფონზეც ცალმხრივი (ერთი ფეხი) ან ორმხრივი (ორივე ფეხი) ამდენად, ცალმხრივი შე-

შუპება მიუთითებს ვენურ თრომბზე, როგორც წესი მიმდინარეობს ანთების ნიშნებით

(სიწითლე, ტკივილი ვენების გასწვრივ, სითბო) საჭიროა გამოკვლევა. ორმხრივი შეშუ-

პების მიზეზი შეიძლება იყოს გულის ქრონიკული უკმარისობა, როცა გული ვერ ასრუ-

ლებს ტუმბოს ფუნქციას, თავიდან შუპდება კოჭები და ფეხები, როცა თითის დაჭერით

ადგილზე რჩება პატარა ორმო. შეშუპება გაივლის დილით, რადგან ძილის დროს ფეხე-

ბი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და სითხე თანაბრად გადანაწილდება მთელს სხე-

ულში. ფეხების შეშუპებასთან ერთად ადამიანებს ემართებათ ქოშინი, სისუსტე და ოფ-

ლიანობა.


1. თუ ფეხების შეშუპება გამოწვეულია თირკმელების ან გულის დაავადებების შედეგად

ამ დროს სითხეს ეფექტურად გამოდევნის არყის ფოთლების ნაყენი.

ერთ ჭიქა არყის ნედლ ფოთლებს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დაამატეთ

ერთი სუფრის კოვზი მარილი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაიზილეთ ფეხები დღეში რამ-

დენჯერმე.


2. ორი მუჭა ნედლ არყის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-6

საათი, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.


3. 1 სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ

ნახევარი საათით, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.


4. 20-30 ყურძნის დიდ ფოთლებს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნა-

ხევარი საათი. შემდეგ გაიკეთეთ ფეხის თბილი აბაზანა, ყოველდღე 15 წუთის განმავ-

ლობაში.


5. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე, მიირთვით ვაშლი და ხაჭო. დღეში

600-800 გრ ვაშლი და 300-400 გრ ხაჭო.


6. ავსტრიელი მკურნალის რუდოლფ ბროისის რეცეპტი:

საზამთროს გამხმარ კანს დავასხათ წყალი 1:10 ოდენობით, ვადუღოთ 5-7 წუთი, მიი-

ღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა. კურსი გრძელდება მდგომარების შემსუბუქებამდე.


თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს!


0
5591
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
5591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0