x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელ მამაკაცს ხუთი ცოლი და 24 შვილი ჰყავს
imageქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, რომელიც მონოგამურ ქორწინებას აღიარებს, ეს ოჯახი არანორმალურად გამოიყურება, თუმცა როგორც ჩანს ისინი ცხოვრობენ ბედნიერად: ქმარი, ხუთი ცოლი და 24 შვილი.

image

43 წლის ბრედ უილიამსის ოჯახი აშშ-ში, შტატ იუტაში ცხოვრობს.მეზობლები ყოველთვის უნდობლად იყურებიან უილიამსის სახლისკენ, სადაც დროდადრო ჟურნალისტები სტუმრობენ ხოლმე.მამაკაცის ასეთი პოპულარობა გამოწვეულია ოჯახური ცხოვრების არასტანდარტულ შეხედულებაზე.

image


უილიამსი ერთ დროს მღვდელი იყო მორმონთა ეკლესიიდან(უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია), დღესდღეობით კი ეკლესია და რელიგია ქალებთან ალერსზე გაცვალა.მამაკაცს 24 შვილი ჰყავს 5 ცოლისგან და ერთ დიდი ოჯახად ცხოვრობენ.ყოფილ მორმონს ორი სახლი აქვს, სადაც გადანაწილებულები არიან მისი ცოლები და შვილები.

image

ასეთი დიდი ოჯახის რჩენა, ნამდვილად ძნელია, თუმცა როგორც ჩანს უილიმსს ფინანსურად არ უჭირს.თვითონ ბრედი ბიზნეს კონსულტანტად მუშაობს, მისი რამდენიმე ცოლიც დასაქმებულია, ხოლო 2013-2014 წლებში მათზე რეალიტი შოუც გადიოდა ტელევიზიით.


ყოველ ცოლს და შვილებს ცალკე ოთახები აქვთ გამოყოფილი, ხოლო საღამოობით ვახშმობისას მთლიანი ოჯახი ერთად იკრიბება.

image

მორმონთა ეკლესიის დატოვების შემდეგ ბრედმა აქცენტი ფუნდამენტალისტ-პოლიგამურ ურთიერობაზე გადაიტანა, მას და მის თამამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ მრავალცოლიანებს სიკვდილის შემდეგ სამოთხე გარანტირებული აქვთ.


image

0
441
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0