x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სოკოტრა – ინდოეთის ოკეანის მარგალიტი

იმისთვის რომ ზღაპარში მოხვდეთ, რომელშიც მოქმედება სხვა პლანეტაზე ხდება, კოსმოსში გაფრენა აუცილებელი არ არის. სრულიად საკმარისი იქნება, სოკოტრას საოცარ სამყაროში მოგზაურობა. სოკოტრას არქიპელაგი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და იემენის რესპუბლიკაში შედის, ყველაზე გამორჩეული ადგილია დედამიწაზე.

რთული დასაჯერებელია, რომ ჩვენს პლანეტაზე, ჯერ კიდევა არის შემორჩენილი ასეთი კუთხეები, – ადგილები, სადაც ფლორის და ფაუნის უდიდესი ნაწილი რელიქტურია და მათი უცნაური ფორმები დაფიქრებას და იმის დაჯერებას გვაიძულებს, რომ საქმე არამიწიერ სიცოცხლის ფორმებთან გვაქვს.

ეს არქიპელაგი ყველაზე უცნაური ადგილია დედამიწაზე, რომელზეც წარმოდგენა, დედამიწის «ნორმალური» ლანდშაფტის შესახებ, წამიერად ქრება.


image


საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი 6 — 7 მლნ. წლის მანძილზე, არქიპელაგი იზოლირებული იყო აფრიკის მატერიკაიგან. რაც არ შეიძლება არ ასახულიყო მისი ფლორის და ფაუნის განვითარებაზე. იმის აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ ხმელეთის მოლისკები მთლიანად, მცენარეების მესამედი და ქვეწარმავლების 90% — ენდემურია, ანუ მხოლოდ ამ კუნძულებზე გვხვდება და სხვაგან არსად.


image

image


არქიპელაგი სოკოტრა 380 კმ-ით არის დაშორებული იემენის რესპუბლიკის კონტინენტური ნაწილისგან. ის 3 დასახლებული (სოკოტრა, სამხა და აბდ-ელ-კური) და რამდენიმე დაუსახლებელი კუნძულისგან შედგება, საერთო ფართით – 3796 კმ². ყველაზე დიდი, კუნძულებს შორის, სოკოტრა არის (3625 კმ²).


image

აბორიგენები საკუთარ კუნძულს საკატრას ეძახიან, ხოლო სახელის წარმოქმნის საიდუმლო ჯერ არ ამოუხსნიათ. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ სახელი, თავისი ფესვებით, ძველ სანსკრიტულ გამონათქვამამდე – «მადლის სავანემდე» მიდის.



imageimageimageimage


უნიკალური ბუნების წყალობით, არქიპელაგი მხოლოდ მეცნიერებს კი არა, აქტიური დასვენების და ეკო–ტურიზმის მომყვარულებსაც იზიდავს.


imageimage

image
სოკოტრას სურათების პირველად ნახვისას, ადამიანს შეიძლება შეგრძნება გაუჩნდეს, რომ საქმე კომპიუტერულ გრაფიკასთან აქვს. რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ სადმე, დედამიწაზე, შეიძლება ასეთი ფორმის მცენარეები არსებობდეს.

უცნაური მცენარეებს შორის, აღსანიშნავია «დრაკონის ხე» (Dracaena cinnabari), რომელსაც ადგილობრივები «დრაკონის სისხლს» ეძახიან, რადგან მისი ქერქის დასერვის შემთხვევაში, ხიდან წითელი ფერის ფისი იწყებს დენას, რომელსაც მედიცინაში და ქიმიურ მრეწველობაში იყენებენ.


image

imageimage


ადრე ითვლებოდა, რომ ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-6 ათასი წელი იყო, თუმცა დღეს ფიქრობენ, რომ ეს შეფასება მეტისმეტად გადაჭარბებულია. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, – დრაკონის ხე ძალიან ნელა იზრდება. ზრდასრული ხე თითქმის 20 მ-ს აღწევს, ხოლო, ღეროს დიამიტრი – 4-5 მ-ია.


image


არქიპელაგების კუნძულებზე კლიმატი საკმაოდ მკაცრია; თუმცა, მშრალი და ცხელი ჰაერი ულამაზეს მცენარეებთან ერთად, ნამდვილად რომ დაუვიწყარ პეიზაჟებს ქმნის.


imageimageimageimageimageimage
სოკოტრაზე სეირნობისას, ბუნებრივ გარემოში, ჩვენთან კულტივირებული, «უდაბნოს ვარდის» (ადენიუმი (Adenium)) ნახვაც შეიძლება. სახელის მიუხედავად, მცენარე ნაკლებად ჰგავს ვარდის ბუჩქს. ის უფრო სპილოს აყვავებული ფეხივით გამოიყურება!


imageimage
ამ მცენარის სიმაღლე და ღეროს დიამეტრი თითქმის თანაბარია და გაბერილ ღეროებში ტენის რეზერვუარები აქვს მოთავსებული.

ყვავილობის დროს, მისი მსხვილი და მოკლე ტოტები ვარდისფერი ყვავილებით იფარება და სწორედ ამიტომ დაარქვეს მას «უდაბნოს ვარდი». რაც შეეხება მასში მოთავსებულ სითხეს, – მომწამლავია და მასთან კონტაქტი მხოლოდ რეზინის ხელთათმანებით შეიძლება.


imageimageimage
კუნძულზე ბევრი უცნაურ და შეიძლება ითქვას, კურიოზული გარეგნობის მცენარე ხარობს, რომელთა ნაცრისფერი, სპილოს გასიებული ფეხის მაგვარი, ღეროები რძისებური სითხით არის სავსე. ხილო, ხის ზედა ნაწილი მეჩხრად შეფოთლილი ტოტებით სრულდება. მათ შორის არის კიტრის ხე.


image


მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ბოსტნეულს არა ჰგავს, ბოტანიკოსები მას გოგრისებურთა ოჯახს აკუთვნებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ ოჯახის ერთადერთი ხე-მცენარეა. რაც შეეხება ნაყოფს, – მართლაც ჰგავს ჩვენთვის კარგად ცნობილ ბოსტნეულს, მაგრამ ეკლებიც გააჩნია.


imageimage
არქიპელაგის ტერიტორიაზე 200-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათგან 6, სხვაგან არსად გვხვდება.


image

imageimageimageimage


არქიპელაგის სანაპირო წყლებში 253 სახეობის მარჯანი, 300 მეტი სახეობის კიბორჩხალა და 700-მდე სახეობის თევზია. წყლის ყველაზე დიდი ზომის მობინადრეები ვეშაპები, გრძელდინგა დელფინები, სკაროსები და ვეშაპისებური ზვიგენები არიან.


imageimageimageimage


კინძულებზე ბინადრობენ ქვეწარმავლები (გეკონები და უშხამო გველების ზოგიერთი სახეობა) და ძუძუმწოვრები. თხები, ცხვრები, აქლემები და ძროხები ადამიანების მიერ არის შეყვანილი, ადგილობრივი ცხოველებიდან, ბინადრობენ მღრღნელები და ღამურები.


imageimageimageimage
სოკოტრაზე უამრავი კარსტული მღვიმეა, ულამაზესი სტალაგმიტებით და სტალაქტიდებით, რომელიც ათობით კილომეტრზეა გადაჭიმული.


image


არქიპელაგზე 40 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კუნძულებზე, პრაქტიკულად, პირველყოფილი ბუმნება არის შენარჩუნებული. ჩვენთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, მაგრამ ბევრი ადგილობრივი დღემდე ელექტროენერგიის და წყალგაყვანილობის გარეშე ცხოვრობს.


imageimage
უძველესი დროიდან, მოსახლეობის ერთი ნაწილი მეთევზეობით და მარგალიტის რეწვით არის დაკავებულნი. სოკოტრელები — საუკეთესო ფრიდაივერები არიან და როგორც ჩანს, ადგილობრივები შრომას და დასვენებას ერთმანეთს კარგად უთავსებენ.


image


არქიპელაგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ამიტომ, ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობა ყოველთვის წინასწარ განიხილება.

არანაკლებ უნიკალურია ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი შერეული ქორწინებით, ბერძნების, პორტუგალიელების, არაბების, ეთიოპიელების და ათობით სხვა ეროვნების შთამომავლები არიან, რომლებიც კუნძულებზე დროის სხვადასხვა მონაკვეტში ჩადიოდნენ. ითვლება, რომ პირველები, ვინც იქ დასახლდნენ, სამხრეთ არაბეთიდან ჩასული ტომები იყვნენ, რომლებიც კუნძულებზე, ჩვენს ერამდე, I ათასწლეულში გამოჩნდა.


image


სოკოტრელები ძველ სემიტურ ენაზე საუბრობენ, რომელიც კლასიკური არაბულისგან განსხვავდება და კვლევისთვის არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე აკადური ენა. მათ ლექსიკონში არ არსებიბს «უსაფრთხოების» და «კონფორტის» შესატყვისი სიტყვები, რომლებიც ჩვენთვის უმთავრესია. ასწლეულების მანძილზე, დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულმა ცხოვრებამ, ადგილობრივებში საკუთარი მიწის, ზღვის და ბუნებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გრძნობა ჩამოუყალიბა, რაც მათი გადარჩენისთვის იყო აუცილებელი.


image


აღმოჩნდა, რომ არქიპელაგის მკვიდრმა მოსახლეობამ, რომელიც მუსონური წვიმების გამო, ხშირად, რთულ მდგომარეობაში იმყოფება (დასვენებისთვის საუკეთესო დრო დეკემბრიდან – მაისამდე პერიოდია), დიდი ხნის წინ გააცნობიერა, რომ მათი კეთილდღეობა მთლიანად ბუნების დაცვაზეა დამოკიდებული. ამიტომ, კუნძულებზე ხის მოჭრა ყოველთვის აკრძალული იყო. ხოლო, საძოვრებად მიწას მონაცვლეობით იყენებენ, რომ მისი გამოფიტვა არ მოხდეს.

საუკუნეების მანძილზე, დადგენილ წესებზე, თუ აკრძალვებზე კონტროლს, ტომის უხუცესები ახორციელებდნენ.


image


დასახლებულ კუნძულებს შორის, სოკოტრა სამართლიანად ითვლება არიდული კლიმატის ყველაზე ხელუხლებებლ ადგილად... და ეს კიდევ ერთი გამოცანაა, რომელზე პასუხს, ეთნოგრაფებთან ერთად, ბიოლოგებიც ეძებენ.


imageimageimageimage
... საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, არქიპელაგი მეკობრეების თავშესაფარი იყო და მათი გაგება ნამდვილად შეიძლებ – უკეთესი ადგილის მოძებნა დასვენების და დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებისთვის, ნამდვილად რომ შეუძლებელია.


image

imageimageimageimageimage

image

imageimageimage














0
518
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0