x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მილიარდელმა ჰონგ-კონგიდან უკვე მესამედ გაზარდა თანხა და მზადაა 180 მლნ.$ გადაიხადოს ვინც მის ლესბოსელ ქალიშვილს მოიყვანს ცოლად

image

ჰონგკონგელმა მილიარდერმა სესლი ჩაომ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა 65 მილიონ დოლარს გადავუხდი ნებისმიერ მამაკაცს, ვინც მოახერხებს და ჩემს ერთადერთ ლესბოსელ ქალიშვილს ცოლობაზე დაითანხმებსო.მაშინ დაახლოებით 20 000 მამაკაცი გამოეხმაურა შეთავაზებას, თუმცა გიგის არცერთი არ მოეწონა, 2014 წელს სესლ ჩაომ საპრიზო თანახა 130 მილიონ $-მდე გაზარდა..ახლა კი მილიარდელმა კიდევ 50 მილიონი დოლარი მოუმატა და 180 მილიონი $ გახადა...პოტენციური საქმრო კი ისევ არ ჩანს, უფრო სწორად საქმროების და მსურველების მეტი რა არის, უბრალოდ მისი 38 წლის ლესბოსელი ქალიშვილი აგერ უკვე 9 წელია ერთ ქალთან- შონ ივთან ერთად ცხოვრობს.


-მე მესმის, რომ მამას ვუყვარვარ, მაგრამ იგი სხვა თაობის წარმომადგენელია და მისთვის ძნელია გაიგოს ლგბტ საზოგადოება, ოფისში საქმეები ჩვეულებრივად მიგვყავს, ოჯახში დღესასწაულებზე ერთმანეთს ვეხვევით და ერთად ვცეკვავთ, ერთადერთი რასაც ორივე ვაღიარებთ ისაა, რომ ვერ ვთანხმდებით ქორწინების და ოჯახურ საკითხებში.


2014 წელს გიგი(ან ჯიჯი) ჩაომ "South China Morning Post"-ს განუცხადა: "რა თანხაც არ უნდა დაასახელოს მამაჩემმა არ მგონია, რომ ამან უშველოს მაპოვნინოს ის კაცი, ვისაც მე ჩავთვლი მომხიბვლელად", ამასთანავე გიგიმ დასძინა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა ემეგობრა იმ მამაკაცთან, რომელიც მსხვილი თანხის მიღების შემდეგ ფულს საქველმოქმედო ფონდს შესწირავდა.


image

მილიარდელის ქალიშვილი აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს მამის დეველოპერულ კომპანიაში, ამასთანავე იგი დიდ დროს უთმობს საქველმოქმედო ფონდ "Faith in Love Foundation"-ს, რომელიც სიღარიბეს ებრძვის. იგი აგრეთვე სექსუალური უმცირესობის აქტიური დამცველია და მოძრაობა "Big Love Alliance"-ის დამფუძნებელი.



1
2368
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2368
  
2017, 25 აპრილი, 1:00
27 წელია მეც ერთი და იგივე ქალთან ვცხოვრობ, არა და ლესბოსელი კი არა, თერჯოლელი ვარ...
0 1 1