x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
როგორ მოქმედებს გაზიანი სამელები ჩვენს კბილებზე

image

როგორ მოქმედებს გაზიანი სამელები ჩვენს კბილებზე.

. ნებისმიერ გაზიან სასმელში არის გარკვეული რაოდენობის ნახშირორჟანგი, რომელიც არ არის მავნებელი, მაგრამ დიდი კონცენტრაციის დროს აზიანებს კბილის ემალს. ეს თავის მხრივ იწვევს კარიესს და კბილების დაშლას. განსაკუთრებით ზიანდება ბავშვის კბილები.

. გაზიან სასმელში არის შაქარი (ან მისი შემცვლელი) და მჟავა (მაგალითად ლიმონის). ორივე ინგრედიენტი ცუდად მოქმედებს კბილებზე.


. ჩაი და ყავა თავისთავად კბილებზე ცუდად არ მოქმედებს, კბილების ჩამუქება, რომელსაც იწვევს შავი ჩაის და ყავის მიღება კბილების ემალს არ აზიანებს.

. იდეალურ სასმელად კბილებისათვის რჩება წყალი და რძე. რომლებიც შეიცავენ ყველა საჭირო მინერალებსა და მიკროელემენტებს კბილების ემალის ფორმირებისა და კბილების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის.


რა უნდა გავაკეთოთ?

გაზიანი სასმელების მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი უბრალო წესები:

. ჩაანაცვლეთ სასმელები. მიირთვით რძე, წყალი და 100% იანი ხილის წვენები. მიაჩვიეთ ბავშვებიც.

თუკი მაინც არ შეგიძლიათ უარი თქვათ სიცხეში გაზიანი სასმელმის მიღებაზე, საჭიროა შევამციროთ მათი ნეგატიური ზემოქმედება:

. გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი.

. გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტები. ფტორი აფერხებს კარიესის განვითარებას და აძლიერებს კბილის ემალს.

. დალიეთ გაზიანი სასმელები მილის საშუალებით.

. მიიღეთ სასმელები ჭამის პროცესში.

. არასოდეს დალიოთ უზმოზე.

. დალევის შემდეგ მაშინვე არ გაიწმინდოთ კბილები, რადგან ასეთ დროს კბილის ჯაგრისი ხელს უწყობს მჟავას ემალის დაშლაში.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0