x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შოკოლადის სასარგებლო თვისებების მოკლე ჩამონათვალი (+ შოკოლადის ირისის რეცეპტი)
image


1. შოკოლადს, ბოლოდროინდელი კვლევების შედეგების თანახმად, შეუძლია უზრუნველყოს ტვინის აქტივობის გახანგრძლივება, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. ის ასევე, სასარგებლოა მეხსიერების და ყურადღების კონცენტრირების გასაუმჯობესებლად და რეაქციების დაჩქარებისთვის.

image

2. შოკოლადი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. გერმანელი მეცნიერი შოკოლადთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს სწავლობდა და უნიკალური აღმოჩენა გააკეთა: ქალები, რომლებიც, 3 თვის მანძილზე, ყოველდღე მოიხმარდნენ კაკაოს, კანთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არა ჰქონდათ – ის ყოველთვის ნოტიო და რბილი იყო. ასეთი ეფექტი იმის შედეგია, რომ შოკოლადი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

image

3. შოკოლადს შეუძლია გული დაცვა გარკვეული დაავადებებისგან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შავი შოკოლადი არტერიულ წნევას არეგულირებს. ია ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ტრომბის წარმოქმნის შანსს.

image4. და ბოლოს, შოკოლადი საუკეთესო სტიმულატორი არის კარგი განწყობის შესაქმნელად. სპორტსმენებისთვის კი, მისი მოხმარება, ჩემპიონატებს შორის, ორგანიზმის ენერგიის და ძალების აღდგენის პერიოდს ამცირებს.

imageყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შოკოლადი არის არა მხოლოდ გემრიელი ტკბილეული, რომელიც ყველას უყვარს, არამედ რიგი თვისებების გამო, ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

როგორც ხედავთ, ეს ჯანმრთელობის ელექსირია და მასზე უკეთესი და გემრიელი წამლის მოგონება შეუძლებელია! არავიათარ შემთხვევაში არ ამოიღოთ ის თქვენი ყოველდღიური რაციონიდან!!!

imageშოკოლადის ირისი

image

image

image

ინგრედიენტები:

შოკოლადის ფილა - 300 გრ.
შესქელებული რძე - 1 ქილა
ნიგოზი - 1 ჭიქა
მარილი - 1 მწიკვი

1. თასში მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები და შესქელებული რძე > დადგით წყლის აბაზანაზე და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. დაამატეთ მარილი და მსხვილად დაჭრილი ნიგოზი > კარგად აურიეთ.
3. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში და შედგით მაცივარში.
4. როდესაც ირისი გამაგრდება, დაჭერით ნებისმიერი ზომის და ფორმის ნაჭრებად.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრატომ არის კაკაო განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ (+ რეცეპტი)


საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება

ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)

ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში!

ლობიო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და არა მარტო (5 რეცეპტი)



2
195
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
195
  
2017, 25 აპრილი, 11:30
ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე :)))
2017, 24 აპრილი, 12:47
შოკოლადის ჭამისას საოცრად ბედნიერი ვარ ხოლმე))
0 1 2