x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთში "იეღოვას მოწმეები" ექსტრემისტულ ორგანიზაციად სცნეს და გააუქმეს. მათი ქონება სახელმწიფოს გადაეცა
image


რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ "იეღოვას მოწმეები" ექსტრემისტულ ორგანიზაციად სცნო და მისი ლიკვიდაცია გამოაცხადა. აკრძალა მათი საქმიანობა რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე.

ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს საჩივარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიხურა რუსეთში მოქმედი "იეღოვას მოწმეების" ყველა – 395 განყოფილება. ორგანიზაციის მთელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა.


როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. და თუ ეს საკმარისი არ იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

რუსეთის კანონებით გადაწყვეტილება ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შევა. თუ იეღოვას მოწმეები არ გაასაჩივრებენ, მაშინ 30 დღის შემდეგ.

1
185
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
185
  
2017, 21 აპრილი, 19:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1