x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჩრ. კორეაში გაგზავნილმა ამერიკულმა ავიამზიდმა რატომღაც სხვა მიმართულების გააგრძელა მოძრაობა
imageამერიკული ავიამზიდი, რომელსაც თან ახლდა დამრტყმელი ჯგუფი(CSG), აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით ჩრდილოეთ კორეის სანაპიროზე უნდა მისულიყო, თუმცა ხომალდმა სულ სხვა მიმართულებით გაცურა, იუწყება BBC.


გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდების "არმადით" აავსებდა კორეის სანაპიროს, თუმცა აშშ-ს წყნარი ოკეანის შეაიაღებული ძალების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დამრტყმელმა ჯგუფმა ავიამზიდ "კარლ ვინსონის" მეთაურობით ჯერ ავსტრალიის სანაპიროზე უნდა დაასრულოს სამხედრო წვრთნები.


ანუ იმ მომენტში, როდესაც ტრამპმა გამოაცხადა, ავიამზიდი კორეის სანაპიროსკენ მიემართებაო, სინამდვილეში გემი სამხრეთისკენ მიტრიალდა და ავსტრალიის სანაპიროსკენ გაცურა.


ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი:გაუგებრობა, წინასწარგანზრახული ტყუილი, მოულოდონელად გეგმის შეცვლა თუ ყველაზე მთავარი:ტრამპმა უბრალოდ უკან დაიხია..



შეგახსენებეთ, გასულ კვირას აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა ძალზე დაიძაბა.აშშ მზად იყო ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განეხორციელებინა თუ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე გამოცდას ჩაატარებდა.საპასუხოდ ჩრ. კორეამ განაცხადა, რომ გულხელდაკრეფილი არ დაელოდებოდა ამერიკის მუქარას და მზად იყო საპასუხო ბირთვული დარტყმა განეხორციელებინა.


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
533
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0