x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
შტრიხკოდი: საინტერესო ფაქტები:

image

შტრიხკოდის დაბადების დღედ ითვლება 3 აპრილი - გამოგონება, რომელიც ბიზნესის სფეროში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. გაეცანით რამდენიმე ფაქტს შტრიხკოდის შესახებ, რომლებიც თქვენ ალბათ არ იცოდით.

შტრიხკოდის „მშობლები“ იყვნენ ფილადელფიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტები ბერნარდ სილვერი და ნორმან ჯოზეფ ვუდლენდი.

როგორ მოხდა ეს: ბერნარდ სილვერმა ერთხელ სრულიად შემთხვევით გაიგონა ინსტიტუტის დეკანთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი პროდუქტის კომპანიის მფლობელი, თუ როგორ თხოვდა შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც შეძლებდა ინფორმაციის წაკითხვას პროდუქტის შესახებ სალაროებთან. ასპირანტმა გადაწყვიტა ამ იდეის რეალურად განხორციელება. მან მეწყვილედ აიყვანა მისი მეგობარი ნორმანდ ჯოზეფ ვუდლენდი. რაც აქედან გამოვიდა ჩვენთვის ყველასათვის კარგადაა ცნობილი.

შტრიხკოდი - ეს სხვა არაფერია, იგივე მორზეს ანბანი.
თავიდან ასპირანტს თავში მოუვიდა ყველა საქონლის უნიკალური მარკირების იდეა, რომელიც სპეციალური მელნით იქნებოდა დატანებული, ულტრაიისფერში ნათებით. დარჩენილი იყო მისი რეალურად განხორციელება.
პრობლემის გადაწყვეტისკენ გამომგონებლებს უბიძგა მორზეს ანბანმა: არსებითად შტრიხკოდი - ეს ქვემოთ წაგრძელებული წერტილები და ტირეებია, გამოყოფილი სიცარიელებით (პრაბელებით).
შტრიხკოდის წაკითხვას სილვერი და ვუდლენდი სთავაზობდნენ ოპტიკური საუნდტრეკის დახმარებით, რომელსაც იყენებდნენ კინოფილმებში ხმის ჩასაწერად.

მსოფლიოში პირველი შტრიხკოდირების სისტემის პატენტი მოპოვებული იქნა 1949 წელს.

პატენტის მოპოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდა გამომგონებლები მიიწვიეს სამუშაოდ IBM-ში, სადაც მათ რამდენიმე თვის შემდეგ მოახდინეს შტრიხკოდების წამკითხავი აპარატის კონსტრუირება.

პირველი შტრიხკოდები იყო მრგვალი.

შტრიხკოდის ხაზები სულ პირველ საქონელზე იყო მრგვალი. ასე გაკეთება გადაწყდა მიტომ, რომ შესაძლო ყოფილიყო შტრიხკოდიანი ეტიკეტის მიტანა წამკითხავ მოწყობილობასთან ნებისმიერი კუთხით, ასევე რათა შეემცირებინა შეცდომების ალბათობა ინფორმაციის წაკითხვის დროს.

შტრიხკოდით გაყიდული პირველი საქონელი - საღეჭი რეზინი Wrigley’s.
მოვლენა მოხდა ქალაქ ტროიში (ოჰაიოს შტატი) 1974 წლის 26 ივნისს დილის 8.01 საათზე. ამ დღეს ერთ-ერთი პირველი შტრიხკოდიანი შეფუთვიდან საღეჭი რეზინი ინახება ამერიკის ისტორიის სმიტსონის მუზეუმში.

დღეს ყველა შტრიხკოდი არ შედგება შავი და თეთრი ხაზების რიგითობისაგან.

მსფლიოში არსებობს შტრიხკოდების დიზაინის მთელი რიგი მიმართულება - «Barcode art». მცოდნეებს შტრიხკოდებისგან ხანდახან გამოდით ნამდვილი ხელოვნების ნიმუშების შექმნა, ამასთან წაკითხვის თვისებებზე გავლენის მოხდენის გარეშე.

ასეთი შტრიხკოდების შექმნისას არა მარტო ზოლებს იყენებენ, ასევე იყენებენ წერტილებს, კვადრატებს, მართკუთხედებს და სხვა უბრალო გეომეტრიულ ფიგურებს. გამოდის ლამაზი. პირველები ვინც გადაწყვიტეს კრეატივი შეეტანათ შტრიხკოდში იყვნენ იაპონელები.

შტრიხკოდების დიზაინური გაფორმება შესაძლებელი გახდა დევიდ ალეს მიერ, რომელმაც 1987 წელს გამოიგონა პირველი 2D შტრიხკოდი.

ასეთ კოდს დაარქვეს 49. მისი ტექნოლოგია იძლევა ინფორმაციის კოდირების შესაძლებლობას, რომელიც 1D შტრიხკოდის ტექნოლოგიას 100-ჯერ აღემატება და საშუალებას იძლევა გაფორმებაში გამოიყენოს არა მარტო ხაზები, არამედ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები.

image


და კიდევ რამდენიმე ფაქტი:

- შტრიხკოდის პირველი ორი-სამი ციფრი „გასცემს“ საქონლის დამამზადებელ ქვეყანას. საქართველოს სანომრე ნიშანი შტრიხკოდზე არის 486.
- ნებისმიერი საქონლის მწარმოებლები ვალდებული არიან დაიტანონ თავიანთ პროდუქციაზე შტრიხკოდი.
- ყველაზე ხშირად ჩვენს დროში გამოიყენება შტრიხკოდი EAN-13. ის შედგება სხვადასხვა სისქის ზოლებისგან და 13 ციფრისგან. მსოფლიოში საქონლის 80% მარკირებულია ზუსტად ამ კოდით.
- კომპანია Microsoft - სგან შეიქმნა სტანდარტი, რომელშიც მონაცემები შტრიხკოდზე დაშიფრულია ფერადი მხარეებით? მას ქვია სახელად Microsoft Tag.

0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0