x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
9 აპრილის ბოროტება საბჭოთა იმპერიას არ ჩაუდენია - ვალერი კვარაცხელია
ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, სოციალურ ქსელში სტატუსს წერს:


"ტრაგედია ტრაგედიის შეუფასებლობისა. ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ოცდაშვიდი წლის წინ ჩაიწერა და ჩაიჭედა საშინელი თარიღი - 9 აპრილი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, მიდგომებსა და შეფასებებში არაფერი იცვლება, - ღრმა კრიზისში შესულმა საბჭოთა იმპერიამ საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტებთან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო. ესაა შეფასება, რომელსაც ქართველი ხალხი ამ ტრაგიკულ თარიღს დღემდე აძლევს. ეს შეცდომაა! 1989 წლის 9 აპრილს თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორება საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა ამერიკის ჯაშუშებმა გამართეს, რომელთა მიზანს საბჭოთა კავშირის დაშლა შეადგენდა. ეს სწორია! 1989 წლის 9 აპრილი ტრაგიკული თარიღია არამარტო იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საქართველომ იმ ავბედით დღეს გაიღო, არამედ იმ შედეგების გამოც, რომელიც საქართველოში ამერიკული პოლიტიკის შემოსვლას მოჰყვა. 9 აპრილის გაგრძელებაა საქართველოს ტერიტორიული დაშლა, მისი ეკონომიკური და სულიერი განადგურება. ე ს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა მ ე რ ი კ უ ლ ი პ ო ლ ი ტ ი კ ი ს შ ე დ ე გ ი ა ! ამიტომ, ვიგლოვოთ 9 აპრილის ტრაგედია არა როგორც საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი ბოროტება, არამედ როგორც ამერიკული იმპერიის მიერ ჩადენილი ბოროტება, რომელიც თავისი დამანგრეველი შედეგებით დღემდე მოჰყვება და ანადგურებს ჩვენს სამშობლოს. ასეთია ტრაგედია ტრაგედიის არასწორი შეფასებისა!"


შეგახსენებთ ეს სტატუს მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა


image



image

3
721
2-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
721
  
2017, 13 აპრილი, 0:50
ღმერთმა იქ დამარხოს სადაც არის და წინაპრებით ვეღარასდროს დადგას ფეხი საქართველოში ამენ!
2017, 12 აპრილი, 18:58
ეს კაცი ან დაბოლილია ან სხვა რომელიმე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არის. ძალიან ბევრი ცუდი სიტყვები გამახსენდა რომლებიც ტყ-ს ერთად შეიცავს
2017, 12 აპრილი, 15:50
გაიტანეთ ეს ჟურნალისტის მანტიას ამოფარებული კგბ–ს შტატიანი აგენტი, ნორმალურ ქვეყანაში ეს დიდი ხნის წინ უნდა ჩაესვათ ციხეში, როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტი.
იდიოტი ესა, ამერიკელებმა შემოიყვანეს ხომ ჯარები თბილისში და როდიონოვიც ამერიკელი იყო არა შე მართლა "წითელო ინტელიგენტო".
სადა გაქვს შენ სამშობლო შე რუსეთის ყურმოჭრილო მონავ!
თუ წაიკითხე ჩემი პოსტი და რამეში არ მეთანხმები, გირჩევ მიჩივლო და ვნახოთ ვინ გამართლდება, ერის მოღალატე შევარდნაძის კარის ჟურნალისტი თუ მე...
0 1 3