x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5G–ზე პირველი ჰოლოგრაფიული ზარი განხორციელდა
image


Verizon–ია და Korean Telecom–ის თანამშრომლებმა, მსოფლიოში პირველად ჰოლოგრაფიული ზარი განახორციელეს 5G ტექნოლოგიის გამოყენებით. მაგრამ მოლაპარაკეთა ჰოლოგრამები ჰაერის ნაცვლად სმარტფონის ეკრანე ჩანდა.

ერთი მათგანი სამხრეთ კორეაში, სეულში იმყოფებოდა, მეორე კი ამერიკის ნიუ–ჯერსიში. მათი ლაპარაკის დროს, მათი გამოსახულებები ერთმანეთის სმარტფონების ეკრანებზე გამოისახებოდა 3დ–ჰოლოგრამის სახით.

Korean Telecom–ის წარმომადგენლის განცხადებით, სმარტფონებისთვის სპეციალურ დამატებით ფუნქციას შეიმუშავებენ, რომლის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ დაინახონ შორს მყოფი თანამოსაუბრე რეალურ დროსა და ზომებში.


ამავე სფეროში აქტიურად მუშაობს კომპანია Microsoft–იც. შარშან კომპანიამ წარმოადგინა ახალი ფუნქცია HoloLens–ი, რომლის საშუალებით შეგვიძლია საკუთარი ჰოლოგრამა შევქმნათ და გავაგზავნოთ დედამიწის ნებისმიერ ადგილას. ეს კი ჯერჯერობით ძვირი სიამოვნებაა, ჰოლოგრამის გამგზავნმა 3 000 დოლარად ღირებული გარნიტურა HoloLens–ი უნდა გამოიყენოს, ამასთან ოთახში, საიდანაც ზარს განახორციელებს რამდენიმე 3დ კამერა უნდა იყოს განთავსებული.

პირველად ჰოლოგრაფიული ტელეპორტაცია 2016 წლის თებერვალში განხორციელდა, როცა HoloLens–ის შემქნელთა ჯგუფის ხელმღვანელმა ალექს კიპმანმა სცენაზე NASA–ს მეცნიერი გამოიყვანა, რომელიც ამ დროს მეზობელ ქუჩაზე იმყოფებოდა.

1
194
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
194
  
2017, 10 აპრილი, 6:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1