x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სამარეში წაღებული 3 საიდუმლო

იმაში, რომ ზოგიერთები საიდუმლოს არასოდეს ამხელენ და სამარეში მიაქვთ, ახალი არაფერია. მაგრამ, არის ისეთი საიდუმლო, რომელიც გარკვეულ ისტორიულ მოვლენას ან მის მიერ გამოწვეულ შედეგს უკავშირდება და დიდი ინტერესის გამო ის, დროთა განმავლობაში, ერთგვარ გამოცანად იქცევა ხომე. აქ სწორედ, ამ კატეგორიის, 3 საიდუმლოა წარმოდგენილი:

ოტო გუნშე (Otto Günsche, 1917-2003)

imageოტო გუნშე 1943 წ. 12 იანვრიდან ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტი (შტაბის ოფიცერი) იყო. 1945 წ. 30 აპრილს მან პირადად ფიურერისგან მიიღო დავალება, დაეწვა მისი და ევა ბრაუნის გვამები.

ოტო გუნშემ სრული სიმართლე იცოდა ჰიტლერის ცხოვრების უკანასკნელი წლის და გარდაცვალების შესახებ. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მემუარების დაწერაზე უარი თქვა.
ახალგაზრდა ოფიცერმა ფიურერის განსაკუთრებული ნდობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც 1944 წ. 20 ივლის ჰიტლერზე თავდასხმა მოხდა. სწორედ ის დაეხმარა ჰიტლერს ნანგრევებიდან თავის დაღწევაში და ფაქტიურად გადაარჩინა. სწორედ იმ დღის შემდეგ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ოტო გუნშე დიქტატორს გვერდიდან არ მოშორებია.
ჰიტლერს ძალიან ეშინოდა სტალინის ხელში ჩავარდნის და მნიშვნელობა არა ჰქონდა, ის ცოცხალი იქნებოდა თუ მკვდარი. ის ამბობდა, რომ არ უნდოდა ექსპონატი გამხდარიყო, ცვილის ფიგურების საბჭოთა მუზეუმში. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მისთვის ცნობილი გახდა, მუსოლინის მკვლელობისა და მისი გვამის საქვეყნოდ გამოფენის შესახებ, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა ფიურერს, რომ სიკვდილის შემდეგ, თავისი თავისგან, არაფერი დაეტოვებინა მოკავშირეებისთვის. ამიტომ, სთხოვა თავის ადიუტანტს, რომ მისი სხეული დაეწვა.
გუნშემ ჰიტლერის უკანასკნელი დავალება შეასრულა და მას შემდეგ, რაც ფიურერმა და ევა ბრაუნმა საწამლავი მიიღეს, მათი გვამები გაანადგურა. გავიდა რამდენიმე დღე და საბჭოთა ჯარისკაცებმა ის ტყვედ აიყვანეს. მან ტყვეთა ბანაკში რამდენიმე წელი გაატარა.
გავიდა დრო და გაჩნდა ვერსია, რომ დამწვარი გვამები ჰიტლერს და მის მეუღლეს არ ეკუთვნოდათ და რომ ნაცისტების ბელადი ლათინურ ამერიკაში გაიქცა.
1956 წელს, გათავისუფლების შემდეგ, SS-ის ყოფილი ოფიცერი ოტო გუნშე მშვიდი, უხმაური ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველანაირად ცდილობდა, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ის 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ჰიტლერის გარდაცვალების საიდუმლოც თან წაიღო.

image

არნე ბერლინგი (Arne Beurling, 1905 – 1986)


image


არნე მათემატიკის შვედი პროფესორი იყო. 1940 წ. მან გერმანელების ის კოდი გატეხა, რომელსაც ფაშისტები სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. მან ამის გაკეთება, სულ რაღაც 2 კვირაში, კოდირებული სატელეგრაფო ლენტის ჩანაწერის შესწავლით მოახერხა და შექმნა მოწყობილობა, რომლითაც გერმანიიდან, შვეციის და ნორვეგიის გავლით გადაიცემული ინფორმაციის დეშიფრირება შეიძლებოდა. როდესაც მეცნიერს ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა კოდის გატეხა, მან უპასუხა, რომ «მაგი თავის საიდუმლოს არასდროს ასაჯაროებს».
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბერლინგის მიერ შექმნილი მოწყობილობის წყალობით, შვედეთის ხელისუფლებამ, «ბარბაროსას» გეგმის არსებობის შესახებ, მანამდე იცოდა, ვიდრე მისი განხორციელება დაიწყებოდა.

image

იოჰან ბესლერი (Johann Bessler, 1680 – 1745)


image


იოჰან ბესლერი ზიტაუში (გერმანია) დაიბადა და შექმნა მანქანა, რომელიც მისი თქმით, თვითმავალი იყო. 1717 წელს, მან ათასობით ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ თვითმხარდამჭერი მექანიზმის (მუდმივი ძრავა – ლათ. Perpetuum Mobile) საიდუმლოს ამოხსნა შეძლო და მის მიერ შექმნილმა მანქანამ უამრავი ტესტი და შემოწმება გაიარა. ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ აღნიშნული მექანიზმი, 54 დღის მანძილზე, განუწყვეტლივ მუშაობდა.
ბესლერი ყველანაირად იცავდა თავის გამოგონებას (ახლოს არავის აკარებდა) და მისი შექმნის საიდუმლოს არ ამხელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პარანოია დაემართა და ერთხელ, განრისხებულმა მეცნიერმა საკუთარი ქმნილება გაანადგურა.
დღესაც უცნობია, თუ რა იყო ენერგიის წყარო, რომელიც მექანიზმს ამუშავებდა.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

მესამე რაიხის საიდუმლოებები

კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა

ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

უცნაური ბიზნესი, რომელიც რეალურად არსებობდა

image

0
1845
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1845
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0