x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
და მაინც რა არის აღდგომა? ეს საინტერესოა...

დღევანდელობაში აქტუალურია სოციალური ქსელები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დროს გვაკარგვინებენ, საქმეს გვწყვეტს აქ გატარებული დრო... თითქოს ცოტა ხნით

" შემოსულები", რეალურად მიჯაჭვულები ვხდებით... თუმცა როგორც ყველაფერში აქაც უნდა ვიპოვოთ დადებითი მხარე.

ჩემი აზრით სოციალური ქსელი ბევრი საინტერესო ინფორმაციის მომცემია, უამრავ უსარგებლო ინფორმაციასთან ერთად... თუმცა შენ უნდა ისწავლო რაზე გაამახვილო ყურადღება და რაზე არა... და თუ შეძლებ, მაშინ ეს ინოვაცია ფუჭად დაკარგული დრო კი არა ინფორმაციის მიღების, სიახლის... ხშირად ჭეშმარიტების გაგებაში დაგეხმარება...

მამა თეოდორე გაგნიძის ქადაგება ბევრი რამის გამო გახდა ჩემთვის საინტერესო... არ ვიცი რას ფიქრობენ ჩემი ტოლები, თუნდაც დიდები ან მომავალი თაობა, რომელიც ბევრად უფრო ჩამოუყალიბებელია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვხვდები რომ ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის და თუ ჩვენ ვიცხოვრებთ სწორად, გავიაზრებთ... გვექნება ცხოვრების საზრისი, თუ ერთი წამი არ იქნება ქრისტეს გარეშე, თუ სამყაროს შევხედავთ მისი თვალებით, მაშინ ჩვენს გულებში იქნება ჩვენთვის მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. ეს იქნება ჩვენი მშვიდი შინაგანი მდგომარეობა, სიმშვიდე კი აუცილებელია ბედნიერებისთვის...და ჩვენ ვიქნებით ბედნიერები...



ინტერნეტ მომხმარებლებს, ვისთვისაც უფრო კომფორტული კითხვაა და არა ვიდეო..ეს ამონარიდია ქადაგებიდან, რომელიც ბევრ საინტერესო კითხვაზე გიპასუხებთ


image


ეკლესია ღმერთთან შეხვედრის და ერთობის შესაძლებლობაა, ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, მადლია იქ... და ამიტომ ყველაფერი რაც აღესრულება ეკლესიაში ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას შევხვდეთ ღმერთს და გვქონდეს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა.



ვნების შვიდეული, რომელიც ქრისტეს, ადამიანად მოსული ღმერთის უკანასკნელ დღეებს ეხება დედამიწაზე...ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ რომ ეს გვაძლიერებს, გვაძლევს შესაძლებლობას შევხვდეთ, განვიცადოთ, თანავუგრძნოთ... დედამიწაზე მოსულ ღმერთს თავის ტკივილებში...


ორშაბათი - დიდ ორშაბათად იწოდება.

ამ დღეს მრავალსწავლებასთან ერთად ღმერთი ერთ რამეს მოიმოქმედებს ... მიდის ლეღვის ხესთან, ნაყოფი არ არის, ჟამი არ დამდგარა...ფურცელი აქვს გამოღებული, ლეღვი შერისხულ იქნა და გახმება. ამით უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ ადამიანებს უნდა გვქონდეს მზაობა, არასოდეს არ უნდა გვეგონოს, რომ არ დამდგარა დრო ღმერთთან შეხვედრისა.

ჟამის დადგომა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყოველ წამს უნდა ველოდებოდეთ და მერე ნაყოფი უნდა გვქონდეს გამოღებული, რა თქმა უნდა აქ სულიერი ცხოვრების ნაყოფი იგულისხმება. ჩვენი ცხოვრების საზრისის გააზრება, ღმერთთან შეხვედრის სურვილი, უნარი და შესაძლებლობაა...ეს არის ყველაზე უმთავრესი, რითაც ადამიანი ხდება ადამიანი, რითიც უბრალოდ ბიოლოგიურ არსებობაზე მაღლდები...


სამშაბათი - ასევე ბევრ რამეს გვასწავლის უფალი და ძალიან ბევრი იგავური სახეები აქვს მაცხოვარს მოცემული თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამ იგავებში მხილებაა, იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ ყველაფერი ღვთის ნებაა და მე არაფერი უნდა გავაკეთო.



ოთხშაბათი - იუდას მიერ უფლისადმი

ღალატის გადაწყვეტილების დღეა, იუდა ხომ ამ დროს მისი მოწაფეა, რომელიც მასთან ცხოვრობს, ჭამს, სვავს... მისი (ქრისტეს) ძალით სასწაულებს ახდენს. იუდა, რომელიც მოციქულთა რანგშია აყვანილი ვერ ხვდება მაცხოვარს, თუმცა ფიზიკურად მასთან იყო...

ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია... შეიძლება ფიზიკურად იყო ეკლესიაში, მაზიარებელი, აღმსარებელი... მაგრამ თუ სამყაროს არ უყურებ ქრისტეს თვალებით მაშინ ვერ შეხვდები ქრისტეს, ვერ იცნობ მაცხოვარს და ყოველთვის, როცა დაგიდგება განსაკუთრებული მდგომარეობა, ექსტრემალური სიტუაცია, ყოველთვის იქნება მზაობა იუდასავით გასცე მაცხოვარი...



დიდი ხუთშაბათი - დღე საიდუმლო სერობისა, ზიარების დაბადების დღე, როდესაც პურისა და ღვინის სახით ქრისტიანები მკვდრეთით აღმდგარი ადამიანად მოსული ღმერთის ხორცსა და სისხლს ვებარებით... ეს იცით რას ნიშნავს? რომ ჩვენთვის ცხონება არის ღმერთთან ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა გადადებულია მომავლისთვის, მე რომ გარდავიცვლები მერე.... თუ შენ ახლა არ ხარ ღმერთთან, მაშინ ნუ გაქვს იმედი, რომ გარდაიცვლები მერე იქნები ღმერთთან...


ღმერთთან მყოფობა არის ჩვენი არჩევანი, მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება, აუცილებლად ვლინდება აქვე... ამ სოფელში.



პარასკევი - ადამიანად მოსული ღმერთი კვდება... ამის ბოლომდე გააზრება შეუძლებელია...სამყაროს შემოქმედი ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას, თავისთავად ადამიანურ ხორცს და თავისი ღვაწლით განწმენდს ადამიანურ ბუნებას... და თან ისე რომ ამით თავისავე ბუნებას არ ეხმარება. ჩვენ ადამიანებმა წარმოუდგენელია ეს ბოლომდე გავიაზროთ, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია... ჩვენ ადამიანებმა მისი ღვაწლი... საბოლოოდ ვერ დავაფასეთ.. და მან ეს ღვაწლი ჯვარზე დააგვირგვინა... საოცარია ჯვარზე გაკრული ავაზაკის მდგომარეობა, ის სიმდაბლით ეუბნება... მომიხსენე შენ სასუფეველში. განსაცვიფრებელია მისი რწმენა, მაგალითია ჩვენთვის რომ სიმართლესა და სიყვარულში დავინახოთ ძალმოსილება.



დიდი შაბათი - მაცხოვარი, როგორც გარდაცვლილი ადამიანის სხეული დაიდება საფლავში, სული ჩადის ჯოჯოხეთში... ჯოჯოხეთზე ხშირად ამბობენ რომ ღმერთი თითქოს აგზავნის იქ...სჯის. ეს არის ცილისწამება ღმერთზე, რომელიც სიყვარულით იწოდება. ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთს თავად ადამიანი ქმნის, როცა ადამიანი უარს ამბობს ღმერთთან ერთობაზე, სიყვარულთან ერთობაზე.


ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მომავალს და თუ ნებას მივცემთ ჩამოვა ჩვენთან ჯოჯოხეთში... თუ მაგალითებით ვიცხოვრებთ და თუ ეს მაგალითი იქნება უფალი იესო ქრისტე, მაშინ ჩვენში იქნება შესაძლებლობა რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ამბავი, ამბავი კი არ იყოს, რომელიც 2000 წლის წინ მოხდა არამედ ეს ჩვენთვის არსებულ რეალობად გადაიქცეს, ოღონდ არა ჩვენს გარეთ არსებულ რეალობად არამედ ჩვენს შიგნით...

როგორც უფალი ამბობს, მე შიგნით მეძებეთო...თქვენს შიგნით, გულებში...



და რა არის აღდგომა???


ეს არის სიმართლის გამარჯვება,

ეს არის სიხარულის გამარჯვება,

ეს არის სიცოცხლის გამარჯვება,

ეს არის სიკეთის გამარჯვება

და ეს ყველაფერი ხელშესახები გახდა მოციქულთათვის...









0
373
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0