x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოიზიდეთ დადებითი ენერგია ამ მარტივი მედიტაციით!

ყველა ჩვენგანმა ინსტიქტურად ვიცით, რომ ნეგატიური აზროვნება იწვევს უარყოფით შედეგებს-იქნება ეს ფინანსური, სოციალური თუ ფიზიკური პრობლემები.
რატომ ხდება ეს?
საქმე იმაშია, რომ ყველა ენერგიას აქვს თავისი რხევის სიხშირე, ამიტომ ისინი ერთმენთს იზიდავენ.
თუკი ნეგატიური აზროვნებით უარყოფით შედეგებს ვიღებთ, მაშინ შესაძლებელია თუ არა, რომ პოზიტიურმა ფიქრებმა დადებითი შედეგები მოგვიტანოს?-რა თქმა უნდა შესაძლებელია!
დადებითი ენერგიი მოზიდვა შესაძლებელია შემდეგი გზით:
ფიქრი-ემოცია-გრძნობა-ჩვენი ვიბრაცია-დადებითი ვიბრაცია-შედეგი-გვიბრუნდება უკან და ა.შ.


image

პროცესი კი ასე გამოიყურება:

ნაბიჯი 1

მოძებნეთ თქვენთვის კომფორტული პოზა, გაასწორეთ ხერხემალი, დახუჭეთ თვალები და ფოკუსირება მოახდინეთ ცხვირით სუნთქვაზე, რაც შეუძლება ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ აბსულუტურად თავისუფალი, არც სამსახური არსებობს და არც სხვა მოვალეობებ.
გახსოვდეთ, ყურადღება სუნთქვაზე გაამახვილეთ.

ნაბიჯი 2
იპოვეთ თქვენი შუბლის ცენტრი.

შუბლის ეს ადგილი მოიაზრება, როგორ მესამე თვალი. საჩვენებელი თითი მიიტანეთ ამ წერტილთან და დააჭირეთ მაგრად რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ კი ნელა დაუშვით ხელი.


ნაბიჯი 3
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შუბლის ცენტრს ვიზუალურად ხედავთ

წარმოიდგინეთ, რომ თვალებს ნელ-ნელა ახელთ, თქვენს სცენაზე ხართ და თქვენს წინ ფარდაა, რომელიც იხსნება და თქვენ ხედავთ საკუთარ თავს, მიზნებსა და ოცნებებს.

ნაბიჯი 4
შეიგრძენით სამყარო

შეეცადეთ გახდეთ უფრო შემოქმედებითი, დააკვირდით ფერებს, მოუსმინეთ ხმებს, შეიგრძენით სურნელი, ეცადეთ გაიგოთ რა ხდება ამ დროს თქვენს ირგვლივ.
ნაბიჯი 5

კონცერტრირდით თქვენს მიზანზე

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიზანს უკვე მიაღწიეთ. “მე შევძლებ!” ეს ფრაზა 5-10-ჯერ გაიმეორეთ და ბოლომდე შეიფრძენით ის ემოცია და განცდა რაც დაგეუფლებათ.

ნაბიჯი 6

დაუბრუნდით ვიზუალიზაციას

ის გრძნობები (სიხარული), რომელიც თქვენმა სხეულმა იგრძნო, ის განცდები, რომლებმაც შეცვალა თქვენი სხეული, შეეცადეთ დარჩეთ ამ განცდებთან დიდი ხნის განმავლობაში.

ნაბიჯი 7

თავი მოუყარეთ თქვენში დაგროვილ დადებით გრძნობებს თავი.


გრძნობა-არის თქვენი ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება, ეს განცდა ქმნის თქვენს ვიბრაციას და ზუსტად ეს არის კარი, საიდანც მიიღებთ იმას, რაც ცხოვრებისგან გსურთ.

ნაბიჯი 8

იყავით მადლიერი

ჩამოთვალეთ მინიმუმ 5 რამ, რის გამოც ცხოვრების მადლიერი ხართ.

ნაბიჯი 9

დაუბრუნდით ჩვეულებრივ სუნთქვას.

როდესაც იგრძნობთ, რომ მზად ხართ, ნელა გაახილეთ თვალები და დააკვირდით თქვენი სხეულის და გონების ცვლილებას.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ 5 დან 15 წუთის განმავლობაში შეასრულოთ.
რაც უფრო ხშირად ჩაიტარებთ ამ მედიტაციას, მით უფრო ღრმად შეაღწევთ თქვენს შინაგან სამყაროში.
შედეგს ძალიან მალე იგრნობთ, ეს ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ.

სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ!


0
180
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0