x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
არყის ხდა - სახალისო ნამდვილი ამბავი

საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია და ერთ ყრუ სოფელში ღამით, აბანოში დედაბერი არაყს ხდის. რაღაცა დასჭირდა, გავიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული – სთხოვა – სანამ მოვბრუნდები, მიმიხედეო. ტიპმა ნახა, სახდელი აპარატის მილს ვარცლში წყალი აკლია. აიღო ვედრო და გავიდა წყალზე. ამ დროს შემოვლაზე გასულმა მილიციელებმა დაინახეს, ღამით აბანოდან ბოლი გამოდიოდა – იფიქრეს, აქ რაღაც ხდებაო! შედიან, ხედავენ არყის სახდელ აპარატს და გახარებულები მეარყეს ელოდებიან. შევიდა თუ არა მეზობელი ტიპი ვედროთი, ეგრევე ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს – ახსნა - განმარტება დაგვიწერე, როგორ ხდიდი არაყსო. ტიპი დაჯდა და დაწერა. მილიციელმა წაიკითხა, როჟა შეეცვალა, დაისხა არაყი და დალია. მეორე ეკითხება, რა ხდებაო? ამან ფურცელი მიაწოდა, სადაც წერია: გამოვედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ვიფიქრე ხანძარია. ვტაცე ვედროს ხელი, მიმაქვს წყალი, რომ ჩავაქრო და ვხედავ – ხანძარი კი არა, 2 მილიციელი დამჯდარა და არაყს ხდიანო!


image

2
9490
3-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
9490
  
2017, 5 აპრილი, 9:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 29 მარტი, 12:59
კარგი იყო! მაგარია...
0 1 2