x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამოვიცნოთ 5 სხვადასხვა მწერის ნაკბენი
ზაფხული მოდის და გარეთ ყოფნა გვიხარია, თუმცა ეს პროცესი ყოველთვის სასიამოვნო არაა.განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უამრავი მწერი გამოდის და გვკბენს.

თუ როდისმე შეუწუხებიხართ ამ პრობლემას, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები, გთავაზობთ ამოიცნოთ თუ რომელმა მწერმა გიკბინათ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და შემდგომი გართულებები.


1.ტკიპი

image


ტკიპები მრავლად არიან.ისინი ბალახში, ტყეში, ცხოველების ბეწვში ბინადრობენ. მათ ნაკბენს მაშინვე გრძნობთ.ამ დროს დამახასიათებელია სიწითლე.ისინი საშიშები არ არიან, მაგრამ იწვევენ გარკვეულ დაავადებებს.მითუმეტეს თუ ალერგიული ბრძანდებით.სიმპტომებია გულისრევა, თავის ტკივილი, გამონაყარი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ნესტრის ამოღება.ასევე თბილი წყლით და საპნით მობანა.თუ ნაკბენი გაიზარდა ან ალერგია მოგცათ გამოიყენეთ მალამო.

საუკეთესო გზა კი ისაა, რომ მოერიდოთ ისეთ ადგილებს სადაც იგი ბინადრობს.


2.ირმის ბუზი

image როგორც კი დათბება ეს მწერი მაშინვე გამოდის გარეთ.ბინადრობს ჭაობიან ადგილებში და ტბებთან ახლოს.მისი ნაკბენი საკმაოდ მწარეა და იწვევს სიწითლეს.ზოგიერთ მათგანს გადააქვს უმნიშვნელო დაავადებები.ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ტულარემია, რაც თავის ტკივილით და წყლულებითაა დამახასიათებელი.ტულარემიის მკურნალობა ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი, მაგრამ თუ გართულდა შეიძლება ცუდად დამთავრდეს.ასეთი ნაკბენის დროს საჭირია ყინული.ის ამშვიდებს დაზიანებულ ადგილს.სასურველია ქავილის საწინააღმდეგო მალამო და რა თქმა უნდა დროული მკურნალობა.

თუ მომავალში აპირებთ ასეთი ადგილების მონახულებას, ატარეთ დამცავი ტანისამოსი.


3.ქვიშის რწყილი

image

ამ მწერის ნაკბენი არ გამოირჩევა ტკივილით, თუმცა იწვევს ინტენსიურ ქავილს და უსიამოვნებას.ნაკბენი კბენის დროს შეუმჩნეველი ხდება, მაგრამ შემდგომ იწვევს ასეთ ჯგუფურ სიწითლეებს.

ის ძირითადად ბალახში და კენკროვან მცენარეებში ბინადრობს.ასე რომ, თუ ბალახში ნებივრობა ან კენკრის მოკრეფვა გადაწყვიტეთ თბილს ამინდს ნუ შეარჩევთ.


4.ენდემური რწყილი

image

როგორც წესი ეს მწერი კბენისას ერთ ადგილს ირჩევს.ძირითადად ხელის მტევანს.ნაკბენები პატარა სიწითლეებს წარმოადგენს.მართალია ნაკბენი პატარაა, მაგრამ მტკივნეული.თქვენ შეგიძლიათ სამკურნალოდ გამოიყენოთ ქავილის საწინააღმდეგო მალამო და ანტიჰისტამინური საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ინფექცია.

მისი ნაკბენი ძირითადად უვნებელია, მაგრამ თუ ნაკბენები გამრავლდა ან ინფექცია განვითარდა მიმართეთ ექიმს.


5.განდეგილი ობობა

imageამ ობობის ნაკბენი სულაც არაა უმნიშვნელო.კბენით გამოწვეული სიმპტომები რამდენიმე საათში ვლინდება.ნაკბენი ლურჯი ფერისაა და გარს თეთრი რკალი ამჩნევია. ვითარდება წყლულები, გამონაყარი და ცხელება.

ობობა ბინადრობს დაფარულ ტერიტორიებზე, როგორიცაა ტანსაცმელი, ავეჯი, ფოთლების ქვეშ და ა.შ.

მისი ნაკბენი ფატალური შედეგით არ მთავრდება, მაგრამ საშიშია ბავშვებში და მოხუცებში.ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს.


0
602
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0