x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
D ვიტამინით მდიდარი 8 პროდუქტი
image


ზამთარში ყველა ადამიანი კარგავს D ვიტამინს.ამან კი შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობაზე და გაამწვავოს სეზონური დეპრესია.

D ვიტამინის ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ადვილად ვცივდებით და გვხვდება ვირუსები.

ბრიტანელი მკვლევარების აზრით, მისი ნაკლებობა იწვევს გონების დასუსტებას, კუნთების სისუსტეს, დეპრესიას, ქრონიკულ ტკივილს და ა.შ.ასე რომ სანამ ამ ვიტამინის საყიდლად აფთიაქს მიაშურებთ, შეიხედეთ თქვენს სამზარეულოში.



გაეცანით 8 პროდუქტს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია D ვიტამინით.


1.ზეთოვანი თევზი

image
ასეთებია ორაგული, კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი.


2. თევზის კონსერვი

image

თუ ვერ ახერხებთ ახალი თევზის შეძენას შეგიძლიათ მიირთვათ თევზის და სარდელის კონსერვი, რომელიც საკმარისად შეიცავს D ვიტამინს.ეს ერთ-ერთი იაფი ვარიანტია სხვა ვარიანტებს შორის.


3.სოკო

image

ვეგეტარიანელი ბრძანდებით? და თანაც D ვიტამინი გაკლიათ? მაშინ შეიძინეთ სოკო.დაამატეთ სლათებში, სუპებში და ა.შ.


4.რძე

image

საუკეთესო საშუალება D ვიტამინის მისაღებად.მიირთვით 1 ჭიქა დღეში.გარდა ამისა, რძის უამრავი პროდუქტია, რომელიც სავსეა ამ ვიტამინით.


5.ფორთოხლის წვენი


image

უკეთესია მიირთვათ ნატურალური, ვიდრე პასტერიზებული წვენები, რადგან ისინი ნაკლებად, ან საერთოდ არ შეიცავენ D ვიტამინს.


6.კვერცხი

image

კვერცხის გული ასევე შეიცავს კალიუმს, ცილას, A ვიტამინს, B12 ვიტამინს, კალციუმს და რკინას.


7.ზოგიერთი მარცვლეული

image
მაღაზიის დახლებზე უამრავი მარცვლეულია.თქვენ უბრალოდ უნდა მოძებნოთ რომელია D ვიტამინით მდიდარი.მაგ: სოიო და რძე ორმაგი გასროლაა ამ ვიტამინის მისაღებად.


8.სოიოს რძე

image

1 ჭიქა სოიოს რძე დღეში საკმარისია, მაგრამ აუცილებლად შეამოწმეთ ეტიკეტი, რადგან ბევრი მათგანი ფალსიფიცირებულია.

0
6188
13-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
6188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0