ნამცხვრები სამარხვო მარტივი ვაშლის ნამცხვარი 2017, 28 მარტი, 13:58 1 ჭიქა მანანის ბურღულს დაასხით 1 ჭიქა ნელ-თბილი წყალი და გააჩერეთ დაახლოებოთ ნახევარი საათი, სანამ წყალი არ გაუჯდება. 1/2 ჭიქა ფქვილს და 1 ჭიქა
შაქარი დაამატეთ.
დაგჭირდებათ 2 ცალი შაქრიანი ვანილი და დახეხილი ლიმონის ცედრა.
1/2 ჭიქა ზეთს ამატებთ. 3/4 ჩაის კოვზ სოდას ლიმონის წვენით ან ძმრით ჩაასხამთ და კარგად მოურევთ.
(დაახლოებით ასეთი ზომის ჭიქა დაგჭირდებათ) ჩააყრით 4 მოზრდილ კუბიკებად დაჭრილ ვაშლს (სასურველია ანტონოვკა). ტაფაში ჩააფენთ ნამცხვრის ქაღალდს და შედგამთ გახურებულ ქურაში. ცომი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს. აცხობთ ერთი საათი და გამოღების შემდეგ შაქრის პუდრას აყრით. გემრიელად მიირთვით! 423 1-ს მოსწონს
|