x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლექსი რომელმაც გადაწყვიტა 2 ადამიანის ბედი.

ლექსი რომელმაც ხელი შეუწყო ერთ ერთი საუკეთესო ქართული ოჯახის შექმნას ხელი და ქვეყანას 2 ტყუპი გოგონა აჩუქა.....


ნინის......


უკაცრავად, მომიტევეთ ქალბატონო

ლექსს რომ გიწერთ ეს თავნება მაპატიეთ.


მინდა გთხოვოთ ნუ დამტოვებთ ქალბატონო

ამ საღამოს ნუ დამტოვებთ, მაპატიეთ.


თუ გათენდა, გავატანე ღამის ბოლო

მაპატიეთ თუკი გწერეთ ეს სიტყვები,

მე არ მინდა უთქვენოდ რომ გავაბოლო

თქვენ უხდებით ჩემს სიგარეტს გეფიცებით.


გეფიცებით ოხვრა მღლის და ფიქრი მტანჯავს

უთქვენობას ვერ ველევი, ნატირებიც.

ალბათ მეტყვით, დილა მუზებს გამიფანტავს

დღისით ისევ მეყვარებით, გაგიჟებით.


თქვენი არის ჩემი გული ქალბატონო

მხოლოდ თქვენ გწერთ ამ სიტყვებს და გეფიცებით

არასოდეს მე არ შეგცვლით ქალბატონო

ჩემი რწმენაც თქვენი არის, გაღმერთებით.


თუ გათენდა, ისევ ერთად გავაბოლოთ

სიგარეტი ავანთოთ და ვნების ცეცხლი,

ერთმანეთი არასოდეს დავაბოლოთ

არ გაბოლებთ ყველა წმინდანს გეფიცებით.



შუა დღისას მზის სხივებზე გავაბოლოთ,

ჩემი ლექსი არის თქვენთვის დაწერილი,

გეფიცებით არ ვაპირებ დაგაბოლოთ

ეს ვნებებიც თქვენთვის არის აწყვეტილი.


რატომ არ მწერთ? ვნებებია ქალბატონო

ეს ვარდებიც თქვენთვის არის გაფენილი,

ნუთუ მტოვებთ, ნუთუ მტოვებთ ქალბატონო

მომიტევეთ თუ მიდიხართ გატეხილში.


ზეცამ ახლა ვარსკვლავები გაანათა

რას აკეთებთ? ნუ დამტოვებთ ქალბატონო,

მალე გული ჭექა-ქუხილს გაგიმართავთ

რომ მიდიხართ, რომ დამტოვებთ უპატრონოთ.


მე ხომ გთხოვეთ, მომიტევეთ, ბოდიშს გიხდით

ბოდიშს გიხდით, მომიტევეთ ქალბატონო,

ახლა მთვარე მაგ პერანგზე ღილებს გიხსნით

თქვენს ტუჩებში სითბო დამრჩა ქალბატონო.


მოდი ახლა, ახლა უნდა დაიძინოთ.

თორემ ვნება ზღვარს გასცდება ქალბატონო,

გეფიცებით, გეფიცებით მეყვარებით

ხვალ დილითაც მეყვარებით ქალბატონო.

ლექსი რომელმაც გადაწყვიტა 2 ადამიანის ბედი.
1
253
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე თავხელიძე
ალექსანდრე თავხელიძე
253
  
2017, 5 მაისი, 9:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1