x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამონაყარის ლოკაციის მიხედვით გაარკვევთ რომელ ორგანოზე გაქვთ პრობლემა
image


ჩინელი ექიმები ადამიანის სახეს ''ჯანმრთელობის სარკეს'' ეძახიან. ეს იმიტომ, რომ ჩვენი კანი ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების მიმართ, ძალიან მგრძნობიარეა. გამონაყარის ლოკაციის მიხედვით, შესაძლებელია დადგინდეს, თუ რომელ ორგანოზე გაქვთ პრობლემა.



image


შუბლი და წარბები- ამ ადგილებში გაჩენილი გამონაყარი, ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაზე მიუთითებს. წარბებს შორის არსებული გამონაყარი კი, ღვიძლის დაავადებაზე. ამ დროს, აუცილებლად უნდა შეზღუდოთ ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება. უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი.




image


ცხვირი- გამონაყარი ცხვირზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე მიუთითებს. ეს შეიძლება სტრესის, დაძაბულობისა და უძილობის ბრალიც იყოს. ამიტომ, ეცადეთ კარგად გამოიძინოთ და შეძლებისდაგვარად დაისვენოთ.



image


ყურები- ჩინელი ექიმების თქმით, ყურის ტყავი დაკავშირებულია თირკმელებისა და საშარდე გზების მუშაობასთან. ყავისა და მარილის ხშირი გამოყენება, ხდება ამ ლოკალიზაციაზე გამონაყარის გაჩენის მიზეზი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დღეში 2 ლიტრამდე წყალი დალიეთ.


image


ლოყები და ღაწვები- როდესაც ამ ადგილას აკნე ჩნდება, ეს სასუნთქი გზების პრობლემაზე მიუთითებს. ეს შესაძლოა ალერგიული გამონაყარიც იყოს. ლოყის ქვედა ნაწილზე განვითარებული გამონაყარი, შესაძლოა სტომატოლოგიურ პრობლემაზე მიუთითებდეს. პირველ რიგში, საჭიროა ჯანსაღი სუნთქვა. ხშირად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და უარი თქვით მოწევაზე. უარი თქვით ზედმეტი ტკბილეულის ჭამასა და გაზიანი სასმელების მიღებაზე.



image


ტუჩები და პირი - გამონაყარი ნიკაპზე, ნაწლავურ პრობლემებზე მიუთითებს. ეცადეთ, უარი თქვათ სწრაფი კვების ობიექტებზე. თქვენი საკვების რაციონი, ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდრეთ.



image


ნიკაპი- ამ ლოკაციაზე გაჩენილი გამონაყარი მოგიწოდებთ, რომ თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ჰორმონალური დისბალანსი. თუ ამ ადგილას მხოლოდ ერთხელ გაგიჩნდათ გამონაყარი, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუმცა, გამონაყარის ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.












იხილეთ აგრეთვე:

მოიშორეთ ყავისფერი ლაქები სხეულის ნებისმიერი ადგილიდან! ცნობილი დერმატოლოგის რჩევა!

ექიმები შოკში არიან! ეს საშუალება ნებისმიერ შრამსა და ნაწიბურს გაგიქრობთ!

მოიშორეთ სახიდან შავი წერტილები სწრაფად და მარტივად!

ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად!

ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის

ნიღაბი, რომელიც აკნესგან განკურნებაში დაგეხმარებათ

თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით!








0
3476
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
3476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0