x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტი
imageამერიკელმა საშუალო სკოლის მასწავლებელმა, ჯეინ ელიოტმა, 1968 წლის 4 აპრილს, მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილის შემდეგ, გადაწყვიტა ჩაეტარებინა საინტერესო ექსპერიმენტი რასიზმთან დაკავშირებით.


ჯეინ ელიოტი წერს : "იმ დღეს, როდესაც მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს, ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი შემოვიდა ოთახში და მითხრა: "მისის ელიოტ, მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს, რატომ მოკლეს კინგი?" მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო რასიზმთან გვებრძოლა გარკვეული გზებით, მხოლოდ და მხოლოდ ამ თემაზე საუბარი საკმარისი არ იყო.

მე აღმაშფოთა არკორექტულმა კითხვამ, რომელიც თეთრკანიანმა ჟურნალისტმა დაუსვა შავკანიან რესპონდენტს: "როდესაც ჩვენი ლიდერი (ჯონ კენედი) მოკლეს, მისმა მეუღლემ აიღო პასუხისმგებლობა ემართა ჩვენი ხალხი, ვინ აპირებს აკონტროლოს თქვენი ხალხი?" თითქოს შავკანიანები იყვნენ უღირსი ადამიანები და ვინმეს უნდა გადაედგა ნაბიჯი და გადაეწყვიტა მათი კონტროლი. ჟურნალისტი ძალზედ მედიდური და ქედმაღალი ჩანდა. მაშინ გამიჩნდა კითხვა: "თუ ასე რეაგირებენ უფროსები, როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს ჩემი მესამე კლასის მოსწავლეები?"

მე გადავწყვიტე დრო იყო განმეხორციელებინა იდეა, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვფიქრობდი. მეორე დღეს ბავშვებს წარვუდგინე ახალი სავარჯიშო, რომლის მიხედვითაც ისინი თვალის ფერის მიხედვით დავყავი და მაშინვე დავინახე საზოგადოების მინიატურული გამოსახულება მესამე კლასელ ბავშვებში."


image


ჯეინ ელიოტმა თავდაპირველად ჰკითხა მოსწავლეებს იქნებოდა თუ არა საინტერესო, ადამინები შეეფასებინათ თვალის ფერის მიხედვით. ბავშვები ენთუზიაზმით დაეთანხმნენ მასწავლებელს. რის შემდეგადაც ჯეინ ელიოტმა განაცხადა, რომ ცისფერთვალება ადამიანები იყვნენ უკეთესები და უფრო ჭკვიანები, ვიდრე თაფლისფერთვალება ადამიანები.

ცისფერთვალება ბიჭი შეეცადა დაეცვა თაფლისფერი თვალის ფერის მქონე მშობელი და თქვა, რომ მამამისი არ იყო სულელი. მაშინ ელიოტმა გაახსენა მას, რომ რამდენიმე ხნის წინ მამამისმა დაარტყა და ჰკითხა: "მისი აზრით გააკეთებდა თუ არა იგივეს ცისფერთვალება მამა? ასევე, აღნიშნა რომ მისი ორი თანაკლასელის მამებს, რომლებსაც ცისფერი თვალები ჰქონდათ არასოდეს დაურტყამთ შვილებისთვის. ამით მასწავლებელი ბავშვებს უმტკიცებდა ცისფერთვალება ადამიანების უპირატესობას.

image


შემდეგ ელიოტმა შექმნა წესები: ცისფერთვალება ბავშვები მიიღებდნენ დამატებით 5 წუთს დასვენებისთვის, მაშინ როცა, თაფლისფერთვალება ბავშვები დარჩებოდნენ კლასში. ამ უკანასკნელებს, აგრეთვე, უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდის ჭიქები წყლის დასალევად, ეტარებინათ საყელოები, რათა შორი მანძილიდანაც ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებულები და არ უნდა ეთამაშათ ცისფერთვალება ბავშვებთან.

დასვენების დროს ორმა მოსწავლემ იჩხუბა. ერთმა მათგანმა დაარტყა თანაკლასელს "თაფლისფერთვალებას" დაძახების გამო. ჯეინ ელიოტის კითხვაზე თუ რა იყო ცუდი იმაში რომ მას "თაფლისფერთვალება" დაუძახეს, მოსწავლემ უპასუხა, რომ ეს ნიშნავდა, ის იყო სულელი. ეს იყო მსგავსი იმისა თუ როგორ ეძახიან შავკანიანებს დამამცირებელ სახელებს. შემდეგ ჯეინ ელიოტმა ცისფერთვალება ბავშვს ჰკითხა თუ რატომ დაუძახა მან თანაკლასელს ზემოთ აღნიშნული სახელი. მან უპასუხა: " მას უბრალოდ აქვს თაფლისფერი თვალები". მაშინ, ჯეინ ელიოტმა აღნიშნა, რომ მის მეგობარს წინა დღესაც თაფლისფერი თვალები ჰქონდა, თუმცა ეს სახელი მას მხოლოდ და მხოლოდ დღეს დაუძახა. ბოლოს და ბოლოს, მოსწავლემ აღიარა, რომ ამხანაგს "თაფლისფერთვალება" შეურაცხყოფის მიზნით დაუძახა.

image


დღის ბოლოს ჯეინ ელიოტმა თქვა: " მე ვნახე ეს გასაოცარი, თანამშრომლობის სურვილის მქონე, მშვენიერი, მოაზროვნე ბავშვები როგორ იქცნენ ბოროტ მჩაგვრელებად სულ რაღაც 15 წუთში."

მეორე დღეს ჯეინ ელიოტმა მოსწავლეებს განუცხადა, რომ მან წინა დღით იცრუა, როდესაც თქვა, რომ ცისფერთვალება ადამიანები თაფლისფერთვალება ადამიანებზე უკეთესები იყვნენ. მან უკვე თაფლისფერი თვალების მქონე ბავშვები გახადა პრივირეგირებული ჯგუფის წარმომადგენლები. ახლა ცისფერთვალება ბავშვებს ჰქონდათ ყველა ის შეზღუდვა, რაც წინა დღით მათ თაფლისფერთვალება თანაკლასელებს.

image


მასწავლებლის ამგვარმა განსხვავებულმა დამოკიდებულებამ ასევე გავლენა მოახდინა ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზეც. პირველ დღეს, როცა თაფლისფერთვალება მოსწავლებს უთხრეს, რომ ისინი არ იყვნენ ისეთივე კარგები, როგორც მათი თანაკლასელები, მათ დასჭირდათ 5, 5 წუთი შეესრულებინათ დავალება. მეორე დღეს კი დავალების შესარულებლად 2, 5 წუთი დასჭირდათ. ხოლო, ცისფერთვალება ბავშვებმა დავალება 3 წუთში შეასრულეს, როდესაც ისინი იყვნენ პრივირეგირებულები, მეორე დღეს კი 4 წუთსა და 18 წამში.


ბავშვები არ იბადებიან ცრურწმენებითა და სტერეოტიპებით. ისინი მათ, ირგვლივ არსებული სოციალური ჯგუფებისგან სწავლობენ. სწორედ ამ თემას ეხმიანება მოცემული ექსპერიმენტი, რომელიც 2 დღეს გაგრძელდა. ჯეინ ელიოტმა თვალსაჩინო გახადა, თუ როგორ მოქმედებს პიროვნებაზე საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება და არასამართლიანი მოპყრობა. მან ბავშვებს საკუთარ თავზე განაცდევინა თუ რას ნიშნავს იყო პრივირეგირებული თუ დაჩაგრული ჯგუფის წევრი, რითაც მათ შავკანიანების მიმართ ტორერანტობის გრძნობა აუმაღლა.

0
838
2-ს მოსწონს
ავტორი:ლოლიტაობოლაძე
ლოლიტაობოლაძე
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0