x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ექიმებმა კიბოს პროფილაქტიკის უჩვეულო მეთოდი აღმოაჩინეს
image

აღმოჩნდა, რომ ექსტრემალური დიეტები არამხოლოდ წონის შემცირებაში გვეხმარებიან, არამედ კიბოს განვითარების რისკს ამცირებენ.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისეთი დიეტები, როდესაც კალორიების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება, ახდენენ კიბოს, დიაბეტის და გულის დაავადებების პროფილაქტიკას.

როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, კალორიების რაოდენობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა, თვეში მხოლოდ 5 დღის მანძილზე, არსებითად აქვეითებს ბევრი სასიკვდილო დაავადების განვითარების რისკს.


მეცნიერებმა მოიწვიეს მოხალისეები, რომლებიც 2 ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი 3 თვის მანძილზე, ყოველთვე, ერთი კვირის განმავლობაში კალორიების მინიმუმს იღებდა, მეორე ჯგუფის მონაწილეები კი ჩვეულებრივად იკვებებოდნენ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

3 თვის შემდეგ, მათ, ვინც პირველ ჯგუფში იყო, წნევა მოუწესრიგდათ, სისხლში საქრის და ქოლესტერინის დონე შეუმცირდათ. მეორე ჯგუფს კი არანაირი გაუმჯობესება არ ჰქონია.

ექიმების აზრით, მსგავსი “შიმშილობის იმიტაცია" დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და დაბერების პროცესსაც ანელებს.


0
408
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0