x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
61 წლის იაზემინა როსის სილამაზის საიდუმლო
იაზემინა როსი ერთ-ერთია იმ საოცარ ადამიანთაგან, ვინც ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. უბრალოდ, შეუძლებელია, მისით არ აღფრთოვანდეთ!

image

ამ ქალმა დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ახალგაზრდა გოგოებს შეუძლიათ, წარმატებული სუპერმოდელები იყვნენ.

image


იაზემინა როსი ახლა 61 წლისაა. ბოლო დროს მან საცურაო კოსტიუმებშიც დაიწყო პოზირება.

imageფოტოგრაფების მიზანი არ ყოფილა სექსუალური ფოტოების გადაღება, მათ ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენა სურდათ.

imageიაზემინა როსი ამ კამპანიისთვის მშვენიერი კანდიდატურა აღმოჩნდა. "ეს ქალი ჯანმრთელობას და სილამაზეს ასხივებს. ის თავდაჯერებულია და თან, სრულიად მომხიბლავი", - ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.

imageმან თავის ყველაზე დიდი სამოდელო კონტრაქტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 40 წელი შეუსრულდა და შვილებიც უკვე წამოზრდილები იყვნენ.

imageასაკის მიუხედავად, როსი ძალიან წარმატებულია სამოდელო ბიზნესში. მშვენიერი ვერცხლისფერი თმა მისი განმასხვავებელი ნიშანია.

imageრაშია მისი საიდუმლო? როგორ შეიძლება, 61 წლის ასაკში ასე სრულყოფილად გამოიყურებოდე?

imageროსი ამბობს, რომ რამდენიმე წესი აქვს სილამაზის შესანარჩუნებლად. ის გვირჩევს, რომ, პირველ რიგში, ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც მოგვწონს და ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვიყვარს. მეორე, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ საკვებს და ვჭამოთ მეტი თევზი და ბოსტნეული. მესამე, ნატურალური ზეთების გამოყენებით ვიზრუნოთ კანზე და თმაზე.

imageეს არის ნამდვილი სილამაზე, ბუნებრიობა და ჰარმონია!

image

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ლამაზი და მკვრივი მკერდისთვის

image


2. როგორ მოვიშოროთ ღაბაბი და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სახე

image

0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0