x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ლვოვის ოლქში კრიმინალური "ავტორიტეტის" სკულპტურას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თავი მოახერხეს

image ლვოვის ოლქში უცნობმა ვანდალებმა გასული საუკუნის 90–იან წლებში ლვოვის ოლქში ცნობილ კრიმინალურ "ავტორიტეტ" ოლეგ ზავინსკის, მეტსახელად ზავინიას სასაფლაოზე დადგმულ სკულპტურას თავი მოახერხეს. როგორც ადგილობრივი გამომცემლობა "Форпост"–ი იუწყება "ავტორიტეტის" ბრინჯაოს სკულპტურას თავი და ფრთები მოახერხეს.
როგორც ვარაუდობენ ეს ვანდალური ქმედება ჩაიდინა ბრინჯაოზე "მონადირეების" ჯგუფმა, რომლებისთვისაც სულერთი იყო ვის საფლავს გაძარცვავდნენ.
გავლენიანი ლვოველი "ავტორიტეტი" მოკლულ იქნა 1994 წელს ცეცხსასროლი იარაღის საკონტროლო გასროლით. ის ხელმძღვანელობდა ლვოვის ოლქში ყველაზე ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, მისი შემოსავლების მთავარი წყარო ბიზნესმენებისათვის ფულის შეწერა, ნარკოტიკების მიმოქცევიდან შემოსული ფული და მანქანების მოპარვით შემოსული თანხები იყო.
"ავტორიტეტის" მკვლელობის საქმე დღესაც გაუხსნელია.

0
162
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0