x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსთავი-2-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა
image

24 მარტს, შპს. ტელეკომპანია "საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტი 51%-ს ძმებმა ყარამანიშვილებმა "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს გადასცეს.


ამის შემდეგ რუსთავი-2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ, "მას შემდეგ, რაც მოხდა ეს უპრეცედენტო შემთხვევა და ძმებმა ყარამანიშვილებმა არხის საკონტროლო პაკეტი 51% გადმოგვცა, დღეს თავად თანამშრომლები შევიკრიბებით და შევჯერდებით ვის რამდენი პროცენტი უნდა შეხვდეს"


შინაურული წილების გადანაწილება და დისკუსიები გუშინ 23 საათისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გვარამიამ დაფაზე იმ თანამშრომლების სია ჩამოწერა, რომლებიც შპს-ს მეწილეები გახდებიან, მათ შორის არიან:ნანუკა ჟორჟოლიანი, ზაალ უდუმაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი ხაბურზანია, ნინო არაზაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, პაატა იაკობაშვილი, მაია ასათიანი, გიორგი გაბუნია და სხვები.

image


როგორც გაირკვა თანამშრომლების უმეტესობამ არ იცოდა, რომ წილების გადანაწილება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, რასაც რუსთავი-2-ის თანამშრომელთა ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში.


მაია ასათიანი: "მე -მაია ასათიანმა, არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა."


image


ნანუკა ჟორჟოლიანი:ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის.
ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?
როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს.
ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები ( ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.
და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს.
ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)
მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.
მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. "წილები გადმომიფორმეს" და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში.

imageთეა ადეიშვილი:No comment!!!



image


თამარ ბაღაშვილი:ბიძო თბილისშია? პოპ-კორნი მინდა ავუტანო)

imageმალევე ნიკა გვარამია სოციალური ქსელით გამოეხმაურა რამდენიმე უკმაყოფილო თანამშრომელს:


"და კიდევ სხვა რ2ელებს, ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ.
პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2ის თავისუფლება რაღაა მაშინ?
ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია.
უბრალოდ, უმრავლესობა წყვეტს, რაც სხვებს აზრის გამოთქმის უფლებას ვერამც და ვერამც ვერ წაართმევს!
წარმატებები ყველას ჩვენ ერთად!"

image

0
104
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0