სხვა ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმამ" საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს მულტიმეტრები გადასცა 2017, 26 მარტი, 0:24 აღნიშნული ხელსაწყოებით შესაძლებელია ტენიანობის, განათების, ხმის და ტემპერატურის გაზომვა. სპეციალური პრევენციული ჯგუფი მითითებულ მულტიმეტრებს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში შემოწმების ჩატარების დროს გამოიყენებს, რაც ჯგუფის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ობიექტური მონაცემები მიიღონ ამ ადგილებში მყოფი პირების საცხოვრებელი პირობების შესახებ. 4 2-ს მოსწონს
|