x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მაკიაჟის 10 შტრიხი,რომელსაც მამაკაცები სექსუალურად თვლიან
ტუჩის ბუნებრივი ფერი

imageწითელი პომადა ბევრი მამაკაცისთვის რატომღაც აგრესიასთან ასოცირდება. ე.წ. “ბლესკს" კი მისი წებოვნების გამო ვერ იტანენ. შეაჩერეთ არჩევანი ტუჩის ბუნებრივი ფერის საცხზე, რომელიც თქვენს სახეს ბუნებრიობას შესძენს.


ხშირი წამწამები

image


ეს არ ნიშნავს, რომ გამუდმებით ვიზაჟისტთან იჯდეთ და წამწამები იწებოთ. უბრალოდ, ყოველთვის იხმარეთ ტუში. კაცებს მოსწონთ ხშირი და გრძელი წამწამები, ამასთან, თქვენი მზერაც უფრო მიმზიდველი ხდება.


მსუბუქი რუჟი

imageროგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბრინჯაოსფერი ღაწვები კაცებს ნაკლებად იზიდავს. აი, მსუბუქი ვარდისფერი კი სასწაულს ახდენს. ამასთან სახეს გაცილებით ქალურ და ჯანმრთელ იერს აძლევს.

“სველი თვალები"

imageყველაზე სექსუალური შტრიხი. თვალები, რომლებიც ნამტირალევის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მამაკაცში თქვენი დაცვის სურვილს აღძრავენ. ამ ეფექტის მიღწევა თხევადი ჩრდილების და ჰაილაითერის დახმარებით შეგიძლიათ.


წითელი ფრჩხილები

image


მოვლილ ფრჩხილებზე წასმულ წითელ ლაქს თითქმის ყველა კაცი სექსუალურად მიიჩნევს.ამასთან, ლაქი აუცილებლად გლუვი უნდა იყოს.


ფრენჩი

image
ფრანგული მანიკიურის კლასიკა, ამასთან, გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება. მოდის მიმდევართათვის შეიძლება მოძველებულია, მაგრამ მამაკაცები ასე არ ფიქრობენ.

დატალღული თმაimage
ზოგ ქალს მოკლე ვარცხნილობა უფრო უხდება, ვიდრე გრძელი თმა, მაგრამ კაცებისთვის ყველაზე სექსუალური ვარცხნილობა მაინც გრძელი, ბუნებრივად დატალღული თმებია. კაცების ჟურნალშიც კი ლამაზმანებს ასეთი თმები აქვთ.

ყვავილების პარფიუმი

imageიშვიათია მამაკაცი, რომელსაც პარფიუმის რთული კომპოზიცია მოეწონება. შეარჩიეთ ყვავილების მსუბუქი არომატი.


თვალის დახვეწილი ისრები

image

ყურადღება გაამახვილეთ სიტყვაზე-დახვეწილი! თუ თქვენ აქამდე მათი დახატვა ვერ ისწავლეთ, უკვე დროა გულმოდგინედ შეუდგეთ სწავლას.


მსუბუქი ნამზეური

image

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0