x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
აჭარის უახლესი ისტორიიდან ... ეს საინტერესოა 8:
image


ალბათ უმრავლესობას გეცნობათ... ადამიანი, რომლის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან წინააღმდეგობრივი იყო.

ეს დამოკიდებულება 2003 წლის

" ვარდების რევოლუციის " შემდეგ ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა.



ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის შემდეგ ის ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დაპირისპირებამ კულმინაციას 2004 წლის მაისში მიაღწია, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა... აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა.


ბევრი მას მოიხსენიებს, როგორც

" აჭარელი ფაშა".

" ფაშა ", რომელმაც 2004 წლის

6 მაისს ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე. ამის შემდეგ იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის

თანხლებით იძულებული გახდა დაეტოვებინა აჭარა.




5
744
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
744
  
2017, 28 მარტი, 13:17
მემედ აბაშიძის დამსახურებაა აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება, ის იყო ზე პროგრესულად ქართველი მუსლიმი დიდი ერუდიციით და შესანიშნავი განათლებით.
რაც შეეხება ასლან აბ აშიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მან უღალატა ზვიად გამსახურდიას და პუტჩისტებს კერძოდ კი ჯაბ ა იოსელიანს გადასცა 400 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მან არ დაუშვა პუტჩისტების მიერ აჭარის გაძარცვა და აოხრება, რაც სახელმწიფო საბჭოს გვარდიამ და მხედრიონმა გააკეთა დანარჩენ რეგიონებში განსაკუთრებით კი სამეგრელოში.
არ მისცა საშუალება თურქულ ინვესტიას აჭარაში ფართოდ მოეკიდათ ფეხი, ასლან აბაშიძე, რომ ყოფილიყო დღეს აჭარის მმართველი, თურქები ასე დაუსჯელად ვერ იპარპაშებდნენ აჭარაში.
ასლან აბაშიძეს მეტი ლეგიტიმაცია გააჩნდა ვიდრე შევარდნაძეს და სააკაშვილს...
2017, 28 მარტი, 13:10
ასლანის მამა იყო იბრაიმ აბაშიძე, დედა კი ბეჟანიძე ყავდა.
2017, 28 მარტი, 12:00
უფრო მეტი ინფორმაცია კარგი იქნებოდა.
2017, 27 მარტი, 22:31
საინტერესოა...
2017, 25 მარტი, 0:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5