x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"შვილი არ მყავს. ამის გამო გავხდი ემიგრანტი. მინდა მკურნალობის თანხა მოვაგროვო."- ნინო მარგველაშვილი
რუბრიკა "აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად" გრძელდება.

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი, ემიგრანტი გოგონაა, ნინო მარგველაშვილი..იგი იმყოფება ემიგრაციაში, წერს ლექსებს და სულიერ განცდებს მისი საშუალებით გადმოგვცემს.



image

"თუ ვინმე გენდობათ, ნუ გაუცრუებთ იმედს..."




ნინოს შემოქმედება ქალურია და ნაზი. ხშირად სევდიანი... შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ჩავწერეთ.





* მოგესალმებით ნინო, როგორია თქვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები? როდის დაწერეთ პირველი ლექსი.


-პირველი ლექსი 6 წლის ასაკში დავწერე, როცა ბაბუა გარდაიცვალა. დღემდე მახსოვს ის ტკივილი, რაც მაშინ განვიცადე. მას შემდეგ ასე ვარ, როცა მტკივა - ვწერ.



*გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ.. კიდევ რითი ხართ დაკავებული?


-ვარ ფარმაცევტი. საქართველოში ყოფნის დროს ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით. ამჟამად, ვიმყოფები საბერძნეთში და ვმუშაობ ოჯახის დამხმარედ.


*სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და ხალხის სიყვარული. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს?


- ჩემი ყველა ლექსი სიყვარულზე და მონატრებაზე მაქვს დაწერილი...
ალბათ, ამან განაპირობა, რომ ახლოს "მივიდა" ადამიანების გულთან, რადგან ბევრ მათგანს მოუწერია ჩემთვის:
"შენს ლექსებში საკუთარი თავი ამოვიცანით, თითქოს ჩვენ გულში იჯექიო" .


image


* თქვენი ლექსების ხასიათი როგორია? ისეთივე, როგორიც თქვენ ხართ?


-ვინც ჩემს ერთ ლექსს მაინც წაიკითხავს, მიხვდება როგორი ადამიანი ვარ. არ შემიძლია ტყუილი დავწერო..
იცით, ბევრი მეუბნება "სუსტი" გოგო ხარო! ალბათ, სწორედ ჩემი ლექსების შინაარსიდან გამომდინარე..
თუმცა, მე არ ვფიქრობ ასე.
"სისუსტედ" არა, უფრო "სიძლიერედ" მიმაჩნია, საკუთარი განცდები გულწრფელად გამოვხატო ჩემს ლექსებში და არ ვითვალთმაქცო არც საკუთარ თავთან და არც მკითხველთან.



* თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყვით.?


- ბევრი თანამედროვე პოეტი მომწონს ... ძალიან ნიჭიერები არიან... ვფიქრობ, ღირსეულად აგრძელებენ წინაპართა გზას.


* თქვენი აზრით ქართველი პოეტები ჩვენ ქვეყანაში რამდენად დაფასებულები არიან?


- სამწუხაროდ, როგორც გვჩვევია ვერ ვაფასებთ ჩვენს პოეტებს. ბევრ მათგანს ასობით ლექსი აქვს და უსახსრობის გამო, ვერ ახერხებენ წიგნად გამოცემას.


*მთავარი გულშემატკივარი ვინ არის თქვენი?


- მამა. ის ყოველთვის ობიექტურად მიფასებს ლექსებს.





image



*კრიტიკას რამდენად ითვალისწინებთ და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა უსამართლო ყოფილა ეს კრიტიკა


- შეუძლებელია ყველას მოსწონდეს ჩემი ლექსები. რა თქმა უნდა მაკრიტიკებენ ხოლმე. ყოველთვის მივიღებ სამართლიან კრიტიკას და გავითვალისწინებ. მთავარია ეს იყოს სწორი ფორმით ნათქვამი.


* ვიცით რომ ემიგრანტი ხართ, რამდენი ხანია რაც ასე სამშობლოსგან მოშრებით იმყოფებით..რას ეტყოდით მონატრებულ ქართველებს?



-ერთ წელზე მეტი არის, რაც საბერძნეთში ვიმყოფები. ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ მაქვს მიზანი და სანამ არ მივაღწევ არ დავბრუნდები.
მონატრებულ ქართველებს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და ვეტყვი, რომ საქართველოში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, ისინი მაინც ბედნიერები არიან, რადგან ყოველი დილა ახლობლების გარემოცვაში უთენდებათ.



image



*ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან


-სულის ნაწილები.



* რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი-



- . არ ვისურვებდი, სხვა ქვეყანაში დაბადებას



* ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინდათ?


- სამწუხაროდ, შვილი არ მყავს. ამის გამო გავხდი ემიგრანტი, რომ მკურნალობის თანხა მოვაგროვო.
ყველაზე მეტად სწორედ ეს მინდა - "დედა დამიძახონ."



*ის რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავში არის-


- არ მიყვარს ტყუილი.. ყოველთვის გულწრფელად ვამბობ, რასაც ვგრძნობ.
ჩემი ეს თვისება ძალიან მომწონს.



*ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ


- ვარ ზედმეტად "ჩქარი" ადამიანი.. თითქოს ვცდილობ, რაღაც მოვასწრო..



*ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ.


- ყველაფერი კარგად იქნება, გენაცვალე."



* ყველაზე ხშირად გავიწყდებათ-



არასოდეს არაფერი..
რა თქმა უნდა, თუ არ მინდა, რომ დავივიწყო.-


* მინდა დამინახსოვრონ, როგორც -


- გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა....





image



* ნიჭი-რომელიც გინდათ გქონდეთ


-დედა კარგად მღერის... მინდოდა მის მსგავსად მემღერა.



* ის რისი თქმაც გინდოდათ სულ და დღეს ამბობთ-


- თუ ვინმე გენდობათ, ნუ გაუცრუებთ იმედს...







ორგულობა არ მჩვევია რა ვქნა,

მითუმეტეს თუ მეგობარს უჭირს,

ერთი სიტყვა ბნელს გაფანტავს ალბათ,

როცა სუნთქვა და სიცოცხლე უმძიმს.

ბევრჯერ თავად მე დამჭირდა შველა,

ბევრჯერ კი, სხვას დავეხმარე სიტყვით,

მაშინ როცა უფსკრულის პირს დგეხარ და

სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლი.


ერთი სიტყვა მკურნალია სულის,

თითქოს ღმერთად მოგევლინა ვინმე,

ბნელ აზრებს გეზს სხვანაირად უცვლის

და ახალ დღეს ბედნიერი იწყებ.

მოვუსმინოთ, დავუყვავოთ მოყვასს, ვინ რა ვიცით, ხვალ იქნებ ჩვენ გვიჭირს, მაშინ როცა გული სიმწრით ოხრავს, ერთი სიტყვა "მილიონად" გვიღირს.




1
318
1-ს მოსწონს
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
318
  
0 1 1