x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
სკანდალური განქორწინების შემდეგ წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა ( + ფოტოები )

imageთითქმის ექვსთვიანი განქორწინების თუ განშორების შემდეგ ჰოლივუდის 'კაშკაშა" ვარსკვლავური წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში მათ დაშორების შესახებ განაცხადეს და ამ ხნის მანძილზე ინტერესი არ ცხრება მათ მიმართ, რაზეც არაერთი საგაზეთო სტატია თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული ნიუსები მეტყველებს.გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის სუპერ ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი როგორც იქნა დათანხმდა ყოფილ მეუღლეს შეხვედრაზე, შეხვედრა კი ექვსი შვილის მეურვეობის საკითხის პირადად განხილვას - ანუ შუამავლების გარეშე განხილვას გულისხმობს. მიუხედავად ამისა წყვილის შეხვედრა ადვოკატების თანდასწრებით მოხდა. როგორც წყარო იტყობინება, ყოფილი ცოლ - ქმარი ძალიან მშვიდად იქცეოდნენ. აი რას წერენ ამ შეხვედრაზე სოციალურ ქსელში: - " ბრედი და ანჯელინა ურთიერთობის იმ სტადიაზე იმყოფებიან, როდესაც სიბრაზე და ერთმანეთით უკმაყოფილება უკანა პლანზე გადადის. ახლა ორივენი მხოლოდ ბავშვებზე არიან კონცენტრირებული. ისინი არ ყვიროდნენ და არ ჩხუბობდნენ. მათ საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ”.imageimageარა მარტო უახლოესი გარემოცვა, ყველა აღიარებს, რომ ანჯელინა ჯოლი ერთ - ერთი გამორჩეული და თავდადებული, შვილებზე ზედგადაყოლილი დედაა. გარდა ამისა, იმასაც ამბობენ, რომ ჯოლის ახლო მეგობარმა წყაროს საიდუმლოდ გაუმხილა ანჯელინას სამომავლო გეგმები, სადაც საუბარია მსახიობის სურვილებზე, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ყოფილ ქმართან როგორც განქორწინების, ასევე მეურვეობის საკითხები: - " ანჯელინასთვის მართლაც რთული პერიოდი იყო გასული ექვსი თვე, მაგრამ ახლა მსახიობი მზადაა უკვე წინ წავიდეს და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს".ვარსკვლავი ფიზიკურადაც უკეთესად გამოიყურება, რაზეც მისი ამჟამინდელი ფოტოები მეტყველებს.imageimageრაც შეეხება ბრედ პიტს, ის მუდმივად არის პაპარაცების ინტერესის ობიექტი, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მსახიობს მხოლოდ ფოტოებს უღებენ და სოციალურ ქსელში ყოველგვარი კომენტარების გარეშე ავრცელებენ.

image

image

0
163
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0