x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
თუ მკითხავთ სად ვიყავი მაშინ, გიპასუხებთ იქ სადაც ბერაა დღეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეკომპანია რუსთავი2–ის ჟურნალისტი და გადაცემა "ნანუკას შოუს" წამყვანი, ყველასათვის ნაცნობი ნანუკა ჟორჟოლიანი აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე თემებზე საკუთარი facebook–ის გვერდზე გასაჯაროვება–პოსტებით.


image უკანასკნელი დღეების, ერთ–ერთი აქტუალური თემა, როგორც ამბობენ, მიმდინარე მთავრობის მიერ, დაკავების მოტივით ჟურნალისტების შვილებსა და სხვა ცნობად სახეებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების "ჩადება" გახდა. ამჯერად კი ნანუკა "კურტანა" და "როსტოს" (ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე) კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო დაკავების ფაქტს ეხმაურება, რომელთაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ. ნანუკას პოსტს კი უცვლელად გთავაზობთ:


"მოკლედ, გადავიკითხე კომენტარები როსტოს და კურტანას თემაზე და აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო რამდენიმე საკითხს.
1. მსაყვედურობენ რომ მეგობრების დაჭერამ გამაბრაზა და სხვებზე რატომ ვიყავი ჩუმად
- დიახ მეგობრებო! მეგობრების არაადეკვატურმა სასჯელმა გამაბრაზა! რა არის ამაში გაუგებარი! ჩემი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ იყო და არის კრიტიკული. წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ირაკლი კოდუა იყო შსს მაღალჩინოსანი და მე მისი ცოლი! იხილეთ ნოდარ მელაძის გადაცემების არქივი იმედზე. ის რომ მაშინ ფბ აქტიური არ იყო ჩემი ბრალი არაა! გამიპროტესტებია უცხო ადამიანების დაკავებაც! აქ, ამ გვერდზეც და აქციაზეც!
2. არგუმენტია, რომ კანონია არასრულფასოვანი. კანონიც არის ასეთი, მაგრამ მიდგომებიც. შოთაძე, რომელიც მის ყოფილ ხელმძღვანელს სტანდარტებს უწუნებს, პირადად იღებს გადაწყვეტილებებს ვინ რამდენი ხანი უნდა იჯდეს და გადაწყვიტა როსტოსთან და კურტანასთან საპროცესო არ გააფორმოს!
3. რა გგონიათ? ვინმე ამბობდა სულ ნუ დასჯითო? რა გგონიათ, სასჯელს არ ველოდით? მაგრამ 8 წელი??? 8 წელი ადამიანი გაუშვა ციხეში? მხოლოდ იმიტომ რომ MDM მოიხმარდა?! სადიზმია ეს! იცით როგორი დაუმსახურებელი სასჯელია? აი წინა ხელისუფლებამ პატარა ბავშვი რომ დააკავა და სამაგალითოდ დასაჯა! სადისტურად! აი ისეთი სასჯელია!
4. რატომ ვკითხე ბერას? იმიტომ რომ სულ ჰქონდა სამოქალაქო პროტესტი. სიმღერით აპროტესტებდა დაჭერებს, ზეწოლებს, ყველაფერ ცუდს რაც ხდებოდა და დღეს სადაა?! არაფერია გასაპროტესტებელი?!
და თუ მკითხავთ სად ვიყავი მაშინ, გიპასუხებთ იქ სადაც ბერაა დღეს და მეც გამიგეთ მაშინ.
შერჩევითია სამართალიც და მიდგომებიც. და თუ ამბობთ იმას, რომ ნაციონალებიც ასე აკეთებდნენ, ისინი შეიცვალნენ და შეიცვლებით თქვენც!"– წერს ჟორჟოლიანი.


image


0
816
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0