x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვახტანგ რჩეულიშვილი რეანიმაციაშია, მდგომარეობა მძიმეა
image
ვახო გამაგრდი! გთხოვ! შენზე მაგარი ძმაკაცი მე არ მყავს! - წერს ვახტანგ რჩეულიშვილის მეგობარი საკუთარ facebook- ზე, რასაც მრავალი შეკითხვა მოჰყვა მისი ჯანმრთელობის შესახებ და იმედს იტოვებს, რომ ავადმყოფობას მოერევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ რჩეულიშვილი ორი დღეა საავადმყოფოში იმყოფება. სამწუხაროდ მისი მდგომარეობა მძიმეა.

ეკა ხოფერია თავის ვებ- გვერდზე ბატონ ვახტანგთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ თავისი გადაცემისთვის ერთი კვირის წინ ჩაწერა.

"მითხრა, ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქრობთ, სად არის გამოსავალი".image


როგორც ambebi.ge გვაცნობებს, მისი დის შვილის, ნინო დარასელის ინფორმაციით, ორი დღეა გათიშული რეანიმაციაში წევს. დაუდგინდა სიმსივნე და მეტასტაზები მთელ ორგანიზმშია წასული. ამ ამბის შესახებ მაია რჩეულიშვილმა არაფერი იცის.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლისაა, პროფესიით ფიზიკოსი, ის სამჯერ გახდა მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.

გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ ვახტანგს.





0
544
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0