x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სალათი „ფანტაზია“

image

გთავაზობთ სალათის რეცეპტს, რომელსაც დავარქვი „ფანტაზია“, რადგან ჩემი ფანტაზიითაა შექმნილი და ძალიან გემრიელია, ხოლო მისი მომზადება ძალიან მარტივია. საერთოდ ნებისმიერ სალათს შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით და გემოვნებით დაამატოთ ან პირიქით, გამოაკლოთ რაიმე ინგრედიენტი და მათი რაოდენობაც თვალდათვალ შეგიძლიათ განსაზღვროთ.

მასალად საჭიროა:

1 თავი (საშუალო ზომის) კომბოსტო
300-500 გრამი ბეკონი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
1-2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ქილა მწვანე ბარდა
1 მცირე ზომის ქილით მჟავე კიტრი
1 ქილა (350 გრ.) დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები
1 კონა ცერეცო
200-250 გრამი მაიონეზი
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტოს მოვაშოროთ სქელი ძირის ნაწილი და წვრილად და მოგრძოდ დავჭრათ. კვერცხი მოვხარშოთ, გავაციოთ და ისიც დავჭრათ, დავჭრათ ასევე გრძელ და წვრილ ნაჭრებად ბეკონი, ბულგარული წიწაკა, დავამტოთ დაჭრილი მჟავე კიტრი, მწვანე ბარდა და სიმინდის მარცვლები, რომელიც უნდა გადმოყაროთ ქილიდან თუშფალანგზე და წყალი გადაავლოთ, აცადეთ წყალს ბოლომდე დაიწრიტოს.

ყველაფერი მოვათავსოთ თასში, მოვასხათ მაიონეზი, დავაყაროთ დაჭრილი ცერეცო, კარგად ავურიოთ და შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით გემოვნებით. ცოტა ხანი შევდგათ მაცივარში, რომ სალათმა ყველაფერი კარგად შეიწოვოს.

სალათი „ფანტაზია“ მეორე ვარიანტი:

ბეკონი, მოხარშული კვერცხი, ბულგარული წიწაკა, ნედლი კიტრი, დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები, ცერეცო, მაიონეზი, მარილი და შავი პილპილი.

გაფორმება:

გაფორმებაც შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით, თუკი სტუმრებისთვის ამზადებთ.

უბრალოდ ფართო ლანგარზე მოაწყვეთ მწვანე სალათის ფურცლები და ზედ სალათი მოათავსეთ თანაბრად.

ან ფართო ლანგარზე მოათავსეთ სალათი და ირგვლივ შემოუწყვეთ ყვავილის ფურცლებივით დიდი ზომის ჩიფსები, ზემოდან კი წვრილად დაჭრილი ცერეცო მოაყარეთ.

სამარხვო ვარიანტი:

ინგრედიენტებს ამოაკელით ბეკონი და კვერცხი და სალათს დაუმატეთ მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მაიონეზი კი გამოიყენეთ სამარხვო.

გემრიელად მიირთვით!

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0