x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
სოციალისტური ქვეყნების ბრენდები,რომელიც პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში
"რკინის ფარდის" პერიოდში "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნები იყვნენ ძირითადი იმპორტიორები საბჭოთა კავშირში, რომელი ბრენდები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული და რომელი იმსახურებდა პატივისცემას?სხვათა შორის კომუნისტური სივრცის ჩამოშლის შემდეგაც ბევრი ბრენდი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას.




1) ავტობუსი "იკაროსი"(უნგრეთი)-1956 წელს საბჭოთა კავშირმა ერთბაშად სამი ავტობუსი შეიძინა ტესტირებისთვის. ეს იყო ფრანგული "შოსონი", უნგრული "იკარუსი" და გერმანული "ბიუსინგი".საუკეთესო თვისებები იკარუსმა გამოავლინა.


60-იან წლებში გამოჩნდა ქუჩებში პირველად "იკარუსი" და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კარგა ხანს დადიოდა ქუჩებში.მოდელები 55 და 66 "ლუქსი" ტურისტული და საქალაქთშორისო მარშრუტებისთვის იყო გათვალიწინებული, 1968 წელს გამოჩნდა მოდელი-180, რომელშიც 180 მგზავრი ეტეოდა!ხალხმა მას ხუმრობით "გარმონი" და "მტვერსრუტი" უწოდა.მთლიანად საბჭოთა კავშირმა 143 000 ავტობუსი შეიძინა.ბრენდი დღესაც განაგრძობს არსებობას, უკანასკნელი მოდელი 435T-ის პრეზენტაცია 2014 წელს შედგა.

image



image



2)მოტოციკლი "იავა"-(ჩეხოსლოვაკია)-"იავა"-350 იყო უპოპულარესი და პრესტიჟული მოტოციკლი საბჭოთა კავშირში, ყველაზე "მაგარი ბიჭები" სწორედ ამ მოტოციკლით დადიოდნენ.მაშინდელი "იავა" არაფრით ჩამორჩენოდა პრესტიჟულობით თანამედროვე "Harley Davidson"ს, 1960 წლისთვის 40 000 საბჭოთა მოქალაქე დადიოდა ამ მოტოციკლით, ხოლო 1976 წლისთვის მათმა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია, ღირდა 650 მანეთი.

image


3) ფოტოფირი ORWO-(გდრ)-60-80-იან წლებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფოტოფირები იყო უმსხვილესი მიმწოდებელი სოციალისტური ქვეყნებისთვის, იგი იყო საუკეთესო ხარისხის საბჭოთა ბაზარზე, ამიტომ მისი შოვნა ჭირდა.ORWO აწარმოებდა როგორც კინოფირებს კინოსტუდიებისთვის, ასევე ფოტოფირებს და ფოტოქაღალდებს რიგით ფოტომოყვარულთათვის.70-იან წლებში ORWO-მ მაგნოფირების დამზადებაც დაიწყო.1995 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ფირმამ არსებობა შეწყვიტა.


image


imageimage
3)კუბიკ-რუბიკი (უნგრეთი)-1974 წელს 30 წლის ენრე რუბიკი არქიტექტურას და დიზაინს ასწავლიდა ბუდაპეშტში, თავიდან კუბიკი ჩაფიქრებული იყო, როგორც სამგანზომილებიანი სასწავლო ატრიბუტი, მაგრამ 1975 წელს მან დააპატენტა როგორც სათამაშო.ერთეული ეგზემპლიარები საბჭოთა კავშირში 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, ხოლო ნამდვილი ბუმი 80-იანი წლებიდან დაიწყო, არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ შემდეგ მთელს მსოფლიოშიც.


image



4)ბულგარული თამბაქო-"ბუგარულთამბაქო" იყო თითქმის ერთადერთი თამბაქოს მსხვილი ექსპორტიორი საბჭოთა კავშირში.მთლიანი წარმოებული პროდუქციის 80%-საბჭოთა კავშირი ყიდულობდა:"ოპალი", როდოპი" "ტუ-134" და სხვები.


image




5)სერვისი "მადონა"-(გდრ)-გერმანული ფაიფურის ჭურჭლის შეძენა და მისი ოჯახში ქონა ოცნება იყო ნებისმიერი საბჭოთა დიასახლისისთვის, ის იყო პრესტიჟულობის და ფუფუნების სიმბოლო, საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე ან ქორწილში. კომპლექტაცია სხვადახვა იყო:სადილის, ჩაის, ყავის და ა.შ.


image

image


6)«ცებო»-(ჩეხოსლოვაკია)-პოპულარული ფეხსაცმლის ბრენდი საბჭოთა კავშირში, ხარისხის სიმბოლო.ბრენდი ამზადებოდა სხვადასხვა ფასონის ქალის და მამაკაცის ყველა სეზონის ფეხსაცმელს.ეს უძველესი ფეხსაცმლის კომპანია დღესაც ფუნქციონირებს, რომელსაც Baťa-ს სახელით ვიცნობთ.


image


image




0
989
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
989
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0