x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის კოლექცია, რომელიც ვენეციაში, ჟივენშისა და ივსენ ლორენის სამოსის გვერდით გაიყიდება
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალია საკუთარ კოლექციას იტალიაში გასაგზავნად ამზადებს. ევროპული ბაზრისთვის სამოსი ქართულ ფაბრიკაში შეიკერა. შეთავაზება დიზაინერმა თბილისის მოდის კვირეულზე, 2016 წლის შემოდგომაზე
მიიღო.

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ბოლო კოლექციის ახალ ვერსიას იტალიისთვის პირველად ამზადებს. მარიამ გვასალიას გაზაფხული-ზაფხული 2017 ვენეციურმა მაღაზიამ მოითხოვა. ჟივენშისა და ივსენ ლორენის სამოსის გვერდით მარიამ გვასალიას სრული კოლექციაც დაიკიდება. შესაბამისი სტანდარტის მისაღწევად დიზაინერმა ქართულ სამკერვალო ფაბრიკას მიმართა. კოლექციის წარმატების ამბავიც სამკერვალო ფაბრიკიდან დაიწყო. მარიამ გვასალიას ფერადი, სპორტული და კლასიკური სტილის შეხამებით შექმნილი კაბები იტალიური მაღაზიის წარმომადგენლებმა თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში უჩვეულო სივრცეში გამართულ ჩვენებაზე იხილეს. მარიამ გვასალიას ნამუშევრებით კვირეულის სტუმარი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. „ვოგის“ და „გრაციას“ მიერ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ თბილისის მოდის კვირეულის ინიციატივით დიზაინერის კოლექცია მისი მაღაზია-სალონიდან შედარებით დიდ წარმოებაში პირველად მოხვდა.

გაზაფხული-ზაფხული 2017 ვენეციაში, მაღაზია ალდუკადაოსტაში თებერვლის ბოლოდან გაიყიდება, ახალ კოლექციებს კი მარიამ გვასალიაც და სხვა ქართველი
დიზაინერებიც ქართველ და უცხოელი მოდის მოყვარულებს 19 და 23 აპრილის ჩათვლით, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გააცნობენ.


გთავაზობთ მარიამ გვასალიას გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციას.



image

image



image



image




image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image






0
71
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0