x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
9 გასაკვირი რამ, რაც ქმარს თქვენგან სურს!

მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც, ზოგიერთ წყვილს ერთმანეთის ხასაითის გამოცნობა მაინც უჭირთ, პერიოდულად ჩვენი მეუღლის თვისებებში ჩვენთვის ახალს აღმოვაჩენთ, ხოლმე და გვიკვირს.
როგორც იტყვიან, მამაკაცი პატარა ბავშვივითაა, იგი ქალისგან მზრუნველობასა და სიყვარულს ითხოვს, თანამედროვე ქალი, ყოველდღიური გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის გამო, ამას ზოგჯერ ვერ ახერხებს, პრინციპში იგივენაირადაა მამაკაცის შემთხვევაშიც.
წარმოგიდგენთ ჩამონათვალს, რომელსაც თქვენი ქმარი თქვენგან მოელის, მაგრამ არ გეუბნებათ:


image

1. ყოველთვის მიმართეთ სახელით.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საყავრელი ადამიანისგან საკუთრი სახელის გაგონება ყველაზე სასიამოვნოა ნებისმიერი ადამიანისთვის. როდესაც მის სახელს სიყვარულით და სინაზით წარმოთქავთ ეს მაგნიტივით მოქმედებს მამაკაცზე.

2.შეხედეთ მას ყურადღებით.

თვალებით კონტაქტი ძალიან ძლიერი იარაღია ურთიერთობაში, როდესაც მას თვალებში უსიტყვოდ დიდ ხანს უყურებთ მისი გული გამალებით იწყებს ძგერას.

3. მიეცით მას თავისუფლება.
როდესაც მამაკაცი ქალისგან რაიმე სახის შეზღუდვას გრძნობს, ძალიან მალევე უჩნდება მისგან თავის დაღწევის სურვილი. თუკი მამაკაცს აგრძნობინეთ, რომ მას ენდობით და მისი გჯერად, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ თქვენი ნდობა გაამართლოს. (ნორმალურ მამაკაცზეა საუბარი).

4.აგრძნობინეთ მისი ძალა
მამაკაცებს უყვართ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალები, მაგრამ თანაცხოვრების დროს, მათ გვერდით დაუცველი და გულუბრყვლო ქალი ურჩევნიათ, შეეცადეთ სახლის საქმეებში დაიხმაროთ და აჩვენოთ, რომ მის გარეშე ვერაფერს შეძლებდით.

5.ნუ მოერიდებით მას, როცა ოფლიანია
ოფლის წვეთები კანზე მამაკცს სექსუალურობას ანიჭებს, მას ძალიან სიამოვნებს, როცა სავარჯიშო დარბაზიდან მოსულს ჩაეხუტებით და მისი ოფლი თქვენთვის პრობლემა არ იქნება.

6.აჩვენეთ მას თქვენი ვვნება.
მამაკაცისთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ქალი მის მიმართ ვნებას გამოხატავს. მასთან ყოფნის დროს ბოლომდე გახსნის საშუალება უნდა მისცეთ.

7.შეიცვალეთ ვარცხნილობა.
მამაკაცებს უყვართ, როცა ქალს განსხვავებული და ელეგანტურ ვარცხნილობას ატარებს. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ახალ ვარცხნილობაში თუ დახვდებით, იგი ნამდვილად ნასიამოვნები დარჩება.

8.ხშირად გაუღიმეთ.
ღიმილი ნებისმიერ ქალს ამშვენებს, არა აქვს რა ასაკისაა. მამაკაცს მომღიმარი ქალის დანახვა, მითუმეტეს გაღვიძებისთანავე, სიყვარულს უორმაგებს.

9.იყავით მუდამ თამამი
სახლის კაბაშიც კი შესაძლებელია სექსუალურობა შეინარჩუნოთ, მაგალითად ჩაიცვათ ღრმა დეკოლტე, თქვენს ქმრისთვის ნებისმიერ დროს და ადგილას მიმზიდველი უნდა იყოთ.

ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ეს პატარა ნიუანსები დაგეხმარებათ ბედნიერი ურთიერთობის შენარჩუნებაში.
გისურვებთ სიყვარულსა და სილამაზეს!


0
424
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0